განცხადება “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით

განცხადებები 21 აპრილი 2018

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს სთხოვს „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს და სასამართლო დავის დასრულებამდე კომპანია მის “კანონიერ მესაკუთრეს - ქიბარ ხალვაშს” გადაეცეს.

 

ნიშანდობლივია, რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არაერთი გარემოება, რაც ლეგიტიმური კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ არ გაუქმდეს დროებითი ღონისძიება ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რათა მესაკუთრის ცვლილებამ მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება არ გამოიწვიოს. ის, რომ სწორედ “რუსთავი 2”-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკაა ხელისუფლებისათვის პრობლემა, მათ მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილი მიმართვაშიც ნათლად ჩანს.  აღსანიშნავია, რომ დიდწილად სწორედ დროებითი ღონისძიების მეშვეობით გახდა შესაძლებელი კრიტიკული და პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნება 2017 წლის არჩევნების პერიოდში.

 

- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

 

- ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF)

 

- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

- მედიის განვითარების ფონდი (MDF)

 

- საზოგადოება და ბანკები

 

- საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

 

- საქართველოს ატლანტიკური საბჭო

 

- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

 

- კავშირი საფარი

 

- ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

- კვლევითი ჟურნალიტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

 

- მედიის ინსტიტუტი

 

- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

 

- ახალი ეკონომიკური სკოლა

 

- კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024