მოწოდება - ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებს სახელმწიფო არქივების ღიაობის უზრუნველყოფისათვის

სიახლეები | განცხადებები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 9 სექტემბერი 2022

სახელმწიფო არქივების ღიაობის და საბჭოთა წარსულის გადააზრების მნიშვნელობა ნათლად აჩვენა უკრაინაში დაწყებულმა ომმა. ვლადიმერ პუტინის 23 თებერვლის ვრცელ მიმართვაში ტენდენციურად და დამახინჯებულად იყო წარმოჩენილი უკრაინის ისტორია, განდიდებული იყო საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფო და უგულებელყოფილი მის მიერ კაცობრიობის, მათ შორის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ამ შემთხვევაში კრემლის მიერ უკრაინის ისტორიის ინსტრუმენტალიზაციისა და პროპაგანდის გამოყენების ხარისხი უპრეცედენტო აღმოჩნდა.

 

ღია არქივების პლატფორმა და ხელმომწერი ორგანიზაციები, პირველ რიგში, სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას! ასევე მოუწოდებენ პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების მთავრობებს და სახელმწიფო საარქივო დაწესებულებებს:

 

-       უზრუნველყონ არქივების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტის ამაღლება და საუკეთესო სამართლებრივი პრაქტიკის დამკვიდრება;

 

-       შეამცირონ მკვლევრებისთვის არსებული ბარიერები საარქივო მასალაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით;

 

ღია არქივების პლატფორმა მხარს დაუჭერს არქივების ღიაობისკენ მიმართულ სხვადასხვა აქტივობას შემდეგი საშუალებებით:

 

-       პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებით და ცვლილებების პროცესში ექსპერტული დახმარების უზრუნველყოფით;

 

-       სხვადასხვა ქვეყანასა და ექსპერტს შორის ინფორმაციისა და პრაქტიკული მაგალითების მიმოცვლისთვის კომუნიკაციის უზრუნველყოფით;

 

-       არქივების ღიაობისკენ მიმართული ნებისმიერი სახელმწიფო თუ სამოქალაქო იდეის აქტიური მხარდაჭერითა და პოპულარიზაციით.

 

განცხადების ვრცელი ტექსტი და ხელმომწერთა სია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

 

 

 მოწოდება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024