განცხადება საპროკურორო საბჭოს დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით

განცხადებები 11 ივლისი 2018

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, დღეს გამართულ საპროკურორო საბჭოს სხდომას და კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ აუცილებელია პროცესი შეჩერდეს კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებამდე.

 

მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, საპროკურორო საბჭოს კანდიდატებს წარუდგენს იუსტიციის მინისტრი. მინისტრი ასევე გვევლინება საბჭოს თავმჯდომარედ. საბჭოს წევრები არიან პარლამენტარები და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არჩეული 2 არაპროკურორი წევრი.  ამ რეჟიმში, საბჭო ვერ უზრუნველყოფს, მთავარი პროკურორის კანდიდატად პიოლიტიკურად ნეიტრალური პირის შერჩევას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს განვითარებული მოვლენებით.

 

მთავარი პროკურორის შერჩევის მიმდინარე პროცესმა საწყისი ეტაპიდანვე არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის, კონსულტაციების ეტაპთან დაკავშირებით. კონსულტაციებისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებმა (მინისტრის მოადგილემ) დაასახელა. დასახელებულ სამ კანდიდატს შორის აღმოჩნდა მოქმედ იუსტიციის მინისტრთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირი, რამაც ამ პროცესში ინტერესთა კონფლიქტის რისკები დამატებით გამოკვეთა. საპროკურორო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება სწორედ ამ კანდიდატის სასარგებლოდ მიიღო. საპროკურორო საბჭოს  სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის მხრიდან გაკეთებული განმარტება, რომ ის არ მიიღებდა მონაწილეობას კანდიდატურების კენჭისყრაში, კიდევ ერთხელ მიუთითებს კანდიდატურების დასახელების ეტაპზე ინტერესთა კონფლიქტის არსებობის პრობლემაზე. ამ ფონზე, საპროკურორო საბჭომ მხარი არ დაუჭირა პროცესში გამჭვირვალობის ელემენტის შეტანის სურვილს და კანდიდატებთან გასაუბრება დახურულ ფორმატში წარმართა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება რის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება საპროკურორო საბჭომ.  

 

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ამ დრომდე განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს მთავარი პროკურორის შერჩევის წესის ხარვეზიანობას და პროცესის ლეგიტიმაციის ხარისხის პრობლემას, რაც შესაბამისად აისახება ამ გზით არჩეული მომავალი მთავარი პროკურორის და პროკურატურის სისტემის მიმართ ნდობაზე.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მოქმედი წესით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესი და უზრუნველყოს გენერალური პროკურორის არჩევა ახალი კონსტიტუციური მოდელის შესაბამისად, რომელიც გამორიცხავს ამ პროცესში პოლიტიკურ მონაწილეობას და ზრდის ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირის არჩევის შესაძლებლობას.   

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

 

ღია საზოგადოების ფონდი

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024