კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის გამოეხმაურა კოალიციის წევრი ორგანიზაციის, IDFI-ის დირექტორის დაკავების ფაქტს

სიახლეები | განცხადებები 26 დეკემბერი 2014

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი­ს (IDFI) დირექტორის გიორგი კლდიაშვილის დაკავებას. როგორც ცნობილი გახდა, სასამართლომ მისი დაკავება უკანონოდ მიიჩნია და თავისი განჩინებით დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენლებმა გიორგი კლდიაშვილის მიმართ დაარღვიეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.


აღსანიშნავია, რომ გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, დაკავების შემდეგ შსს-ს წამომადგენლები მასთან საუბარში მიუთითებდნენ მის აქტიურობასა და მიმდინარე კამპანიაში მონაწილეობაზე, ასევე IDFI-ის საქმიანობაზე, რომლის მისიაც არის მთავრობის ღიაობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბება და დემოკრატიული ფასეულობების განვითარების ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.


გვსურს აღვნიშნოთ, რომ კოალიციას მიუღებლად მიაჩნია სამოქალაქო აქტივიზმში ჩართული პირების პროფესიული საქმიანობის დაკავშირება სამართალწარმოების პროცესსა და შედეგებთან ან/და პასუხიმგებლობის ხარისხთან. აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საგამოძიებო და დევნის განხორციელების მთლიანი პროცესის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.


კოალიცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს შეისწავლონ გიორგი კლდიაშვილის დაკავებისა და შემდგომში, მის მიმართ გამოვლენილი ფაქტები და დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ კანონის შესაძლო დარღვევაზე. სათანადო რეაგირება მნიშვნელოვანია, რათა არ განმეორდეს ამგვარი შემთხვევები და არ გაღრმავდეს საზოგადოების უნდობლობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. დაარსების დღიდან კოალიცია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ადამიანის უფლებების დაცვას. კოალიციის წევრი ორგანიზაციები გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლების ყველა შტო შეასრულებს კონსტიტუციით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და გამოიყენებს არსებულ ბერკეტებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრისათვის აქტიურ დიალოგში ჩავერთოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან.

 

კოალიციის წევრები: 

  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • მრავალეროვანი საქართველო
  • საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
  • ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი
  • ლიბერალი
  • კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • კავშირი ”21-ე საუკუნე"
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • დემოკრატ მესხთა კავშირი
  • თავისუფლების ინსტიტუტი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
  • სამოქალაქო განვითარების სააგნეტო
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია
  • ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • დემოკრატიის ინსტიტუტი
  • ამერიკის სავაჭრო პალატა
  • ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • თბილისის მედია კლუბი
  • ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
  • სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი
  • საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  • ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
  • საქართველოს ევროპული არჩევანი

 

იხილეთ განცხადება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024