IDFI-ის განცხადება მთავარი პროკურატურისადმი პრეზიდენტის მრჩევლის მიმართვასთან დაკავშირებით

განცხადებები 14 იანვარი 2016

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა ის წერილი, რომლითაც პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ საქართველოს პროკურატურას მიმართა და მოითხოვა სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით გასამართლებული პირების მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების შესახებ.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვების მიზნით გასული წლების განმავლობაში IDFI-მ არაერთხელ მიმართა სხვადასხვა უწყებას. 2013 წლის 1 ივლისს IDFI-მ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან განცხადების მიღების მომენტამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამება) და 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებით განხილული საქმეების ოდენობის შესახებ ინფორმაცია და მიღებული გადაწყვეტილებების (განაჩენების) ასლები. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის ივლისამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის მოცემული მუხლებით განხილული იქნა სულ ორი სისხლის სამართლის საქმე.


2014 წლის ნოემბრის დასაწყისში IDFI-მ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, აგრეთვე წამების მუქარის შემთხვეების გამოძიების შესახებ. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2013 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ განხორცილებული არასათანადო მოპყრობისა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 48 თანამშრომლის მიმართ, საიდანაც გამამტყუნებელი განაჩენი 28 თანამშრომლის, ხოლო გამამართლებელი კი ერთი თანამშრომლის მიმართ დადგა. დევნა შეწყდა ერთი პირის მიმართ. ამასთან ინფორმაცია არ მოგვეწოდა იმის შესახებ თუ რა ბედი ეწია დანარჩენ 18 ბრალდებულს, წერილის ტექსტიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ შემთხვევაში დადგა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

 

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის განმავლობაში IDFI-მ არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, რომლებიც მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის საკითხთან არის დაკავშირებული და რომლის მიმართაც არსებობს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი, თუმცა სამწუხაროდ საქართველოს პროკურატურაში შეინიშნება ხარვეზები მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით გაცემასთან დაკავშირებით. ამასთან ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ჩვენი განცხადებები რჩება უპასუხო.  

 

სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით საზოგადოებას კვლავაც არ აქვს ზუსტი და ყოვლისმომცველი ინფორმაცია საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში გამოკვეთილ დანაშაულებებსა და გადაცდომების შესახებ, გამოძიების მასშტაბებისა და გამოვლენილი ფაქტების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიაწოდოს საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, მათ შორის უწყებებში შესული განცხადებებისა და საჩივრების რაოდენობის, აგრეთვე გატარებული შესაბამისი ზომებისა და იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომლებსაც დაეკისრათ პასუხიმგებლობა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024