სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ

სიახლეები | განცხადებები 27 იანვარი 2014

                                                                                                               

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით. გამოვხატავთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დაღუპულ მოქალაქეთა გამო.

ბოლო ორი თვის მანძილზე უკრაინის ხელისუფლება უგულებელყოფდა ხალხის სამართლიან და მშვიდობიან მოთხოვნებს. უფრო მეტიც, მიიღო  სამოქალაქო უფლებების შემზღუდავი დრაკონული კანონები, რითიც მოახდინა დემონსტრანტების პროვოცირება და ხელი შეუწყო საყოველთაო დაძაბულობის ესკალაციას.

ყველა ერს აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი მომავალი, აირჩიოს საერთაშორისო ორიენტაცია და განვითარების გზა, ხოლო მისი ნების გამომხატველ ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება ხორცი შეასხას ხალხის მისწრაფებებს. უკრაინის ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყნის სათავეში ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების დაპირებებით მოვიდა, ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინული საზოგადოებისთვის არასაკმარისად დამაჯერებელ არგუმენტებზე დაყრდნობით, უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და საფრთხის წინაშე დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი.

ბოლო დღეებში სიტუაციის გამწვავებამ, რომელსაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება დემონსტრანტების ნაწილსა და სამართალდამცავებს შორის, მიიღო საშიში ხასიათი, გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში. გახშირდა ადამიანების გაუჩინარების შემთხვევები საეჭვო ვითარებაში, ასევე ხელისუფლების მიერ მობილიზებული სამოქალაქო პირების მხრიდან ანგარიშსწორების ფაქტები დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის ჟურნალისტების, მიმართ. სახეზეა ხელისუფლების მიერ ხალხის სამართლიანი პროტესტის ძალადობრივი და ანტიჰუმანური მეთოდებით აღკვეთის მცდელობა. 

დაპირისპირება, რომელსაც უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,  საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიული ფასეულობებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ხელისუფლების ვალია, რომ ასეთ ვითარებაში ყველა ღონე იხმაროს, რათა პროცესი მოაქციოს მშვიდობიან, კონსტიტუციურ ჩარჩოში, დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება, გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლება.

გამოვთქვამთ რა ჩვენს ღრმა შეშფოთებას შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პროტესტს ვუცხადებთ უკრაინის ხელისფლებას ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.  გამოვთქვამთ იმედს, რომ საერთაშორისო ძალისხმევა გააქტიურდება იმ მიზნით, რომ ქვეეყანაში შეწყდეს ძალადობა, პროცესები განვითარდეს დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით, უკრაინელი ხალხის ევროპული მისწრაფების გათვალისწინებით.      

მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას გამოიჩინოს კეთილი ნება და აწარმოოს მოლაპარაკებები მშვიდობიანი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან სამართლიანი შეთანხმების მიღწევის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური დაპირისპირების პროცესის დემოკრატულ ჩარჩოში გადატანას, უკრაინელი ხალხის ნებისა და მისწრაფებებისადმი პატივისცემის სულისკვეთების  დამკვიდრებას.    

უკრაინის ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას ვუცხადებთ სოლიდარობას მათ სამართლიან მოთხოვნებში და მოვუწოდებთ მტკიცედ იდგნენ და არ გადაუხვიონ  არჩეული მშვიდობიანი ბრძოლის გზიდან.     

მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს - საბჭოს, პარლამენტსა და კომისიას გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და დაარწმუნონ უკრაინის ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისა და ოპოზიციურ ძალებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების აუცილებლობაში.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დროულად შეაფასოს უკრაინის რადას მიერ მიღებული კანონები და მიმართოს უკრაინის სახელისუფლებო ინსტიტუტებს დაიცვან და პატივი სცენ ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ არჩევანს, გამოავლინონ კრიზისის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარებისთვის საჭირო პოლიტიკური ნება.


ხელმომწერი ორგანიზაციები:

1.      ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი

2.      საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

3.      ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"

4.      საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი

5.      გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი

6.      საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია 

7.      განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

8.      სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

9.      მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

10.  ასოციაცია "დეა"

11.  ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"

12.  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი

13.  საქართველოს პრესის ასოციაცია

14.  სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცნტრი

15.  ახალგაზრდული ალტერნატივა

16.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

17.  კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი 

18.  მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

19.  ადამიანის უფლებათა ცენტრი

20.  ევროპის სახლი

21.  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

22.  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები

23.  კივიტას გეორგიკა

24.  კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

25.  ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

26.  კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი

27.  საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" 

28.  ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო

29.  ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი

30.  ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა"

31.  ენერგოეფეტურობის ცენტრი საქართველო

32.  სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

33.  საზოგადოებრივი დამცველი

34.  ასოციაცია ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის 

35.  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

36.  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

37.  ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის 

38.  ადამიანის უფლებათა დაცვის და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანზიაცია 

39.  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"

40.  ასოციაცია   "ტოლერანტი" 

41.  ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადება"

42.  საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია

43.  საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

44.  ასოციაცია „ათინათი"

45.  იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

46.  პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი

47.  კავკასიური სახლი-საქართველო

48.  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

49.  ასოციაცია "ქალი და ბიზნესი " 

50.  "კავკასიური სახლი"

51.  საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი

52.  ასოციაცია ''გადავარჩინოთ მომავალი თაობა"

53.  რეპატრიანტთა კავშირი

54.  ფონდი "კავკასიის ეკოლოგია

55.  კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

56.  მედიის განვითარების ფონდი

57.  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

58.  კონსტიტუციის 42-ე მუხლი

59.  ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია

60.  ასოციაცია "მერკური

61.  "მეწარმე ქალთა ფონდი"

62.  კულტურულ - ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი"

63.  სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024