კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადება ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე

განცხადებები 14 იანვარი 2016

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაბულას ჟურნალისტებსა და ყოფილ ჟურნალისტს (ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ავთო ქორიძეს) რამდენიმე პირი თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დააზიანა რესტორნის ინვენტარი. ტაბულას წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი მოხდა 2016 წლის 12 იანვარს, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე რესტორან ჭაშნაგირში. ირაკლი კიკნაველიძის თქმით, თავდამსხმელები მოტივად „ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას“ ასახელებდნენ. რესტორანში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა შეძლო მოკლე ვიდეოს გადაღებაც, სადაც ჩანს გარკვეული არეულობა რესტორნის შიგნით.

 

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტებმა მიმართეს პოლიციას გამოძიების მოთხოვნით. შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემის დანაშაულს. თუმცა, განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენს საფუძველს, რომ საქმის დაკვალიფიცირება მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ხულიგნობის დანაშაულს.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ 13 იანვარს ტაბულას წარმომადგენელი დაუკავშირდა შსს-ს საიდანაც მას აცნობეს, რომ არანაირი სიახლე არ არის გამოძიების პროცესში. უცნობია ამ დროისთვის დაიკითხა თუ არა თვითმხილველები და განხორციელდა თუ არა სხვა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები.

 

მიუღებელია პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადება, სადაც ის უარყოფს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულის შესაძლო ჩადენას, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. როგორც აღინიშნა, დაზარალებულებმა თავდასხმის მოტივად სწორედ ტაბულას საქმიანობა მიუთითეს. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმა მიმართული იყო სწორედ მათი ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ.

 

კოალიცია ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევა, სამწუხაროდ, არ არის ერთადერთი და სამართალდამცავები ხშირად არ რეაგირებებენ ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე. შსს-ს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების მიმდინარეობასა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ჟურნალისტის უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობასთან ბრძოლა და მედიისთვის თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, რაც გამომდინარეობს არა მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობიდან, არამედ აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი არაერთი საერთაშორისო დოკუმენტიდან (გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს, ევროკავშირის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტები და რეკომენდაციები).

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ამ კონკრეტულ ინციდენტსა და მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ თითოეულ სხვა ფაქტზე. კოალიცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამნაშავეთა დროულ გამოვლენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას, რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია. მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს, მხოლოდ ფაქტების სწორად შეფასების შედეგად დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები და არ მოახდინონ უარყოფითი გავლენა გამოძიების ობიექტურად და ეფექტურად წარმართვაზე.

 

კოალიცია კვლავ განაგრძობს აღნიშნული ინციდენტის აქტიურ შესწავლას და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024