IDFI-ის განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდის შესახებ

სიახლეები | განცხადებები 22 ნოემბერი 2013
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესახებ ინფორმაციის განახლებას. დღეისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ელ-რესურსზე განთავსებულია ქვეყნის უმაღლესი პირის ბიოგრაფია, ინფორმაცია შეხვედრებისა და გამოსვლების შესახებ, მისი უფლებამოსილება და სხვა ძირითადი ცნობები.
 
მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული აღარ არის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მუშაობის დროს გამოცემული სამართლებრივი აქტები, განცხადებები, პრეს რელიზები, გამოსვლები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები და მისი პრეზიდენტობის დროს მომხდარი მოვლენების შესახებ ნებისმიერ სახის ინფორმაცია. 
 
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ვებ-გვერდზე ახალი პრეზიდენტის შესახებ განახლებული ინფორმაციის განთავსებასთან ერთად, მოცემული იყოს წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ცნობები, რათა შენარჩუნებული იყოს საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდის ინფორმაციული მდგრადობა და გამჭვირვალობა. 
 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია საზოგადოებას დაჰპირდა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მოგვიანებით განთავსებას ვებ-გვერდის „ისტორიის“ განყოფილებაში. იმედია გვაქვს ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში შეძლებს აღნიშნული დაპირების შესრულებას, რითაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ინსტიტუტის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ონლაინ ტრენინგები ციფრული უფლებებისა და ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

01.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

სამუშაო შეხვედრა ციფრული უფლებებისა და მთავარი გამოწვევების შესახებ

21.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024