IDFI-ის განცხადება სამთავრობო პროგრამა „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ შესახებ

სიახლეები | განცხადებები 22 ნოემბერი 2013
20 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა სამთავრობო პროგრამა „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“. მასში რამდენიმე პროგრამულ მიმართულებას შორის დასახულია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ძირითადი პრინციპები, სადაც ხაზგასმულია, რომ „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამინისტროს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი სისტემების, მათ შორის, პროაქტიული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სისტემების დანერგვა/გაუმჯობესებას“. 
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიესალმება იმ ფაქტს, რომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება გაცხადებულ იქნა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა, ვთვლით, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ანგარიშვალდებულების გაზრდა უნდა იყოს საქართველოს მთავარობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, როგორც დემოკრატიული მმართველობის განვითარების მექანიზმი და ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის რეფორმის შემადგენელი ნაწილი. სამწუხაროდ, სამთავრობო პროგრამაში ღია და გამჭვირვალე მმართველობა არ არის ფორმულირებული, როგორც ცალკე პრიორიტეტი.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024