სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამის - დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა გაზაფხულის სემესტრი გრძელდება

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 17 მაისი 2023

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით გრძელდება სასწავლო პროგრამა: “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები”.

 

მიმდინარე სემესტრის განმავლობაში სტუდენტები ეცნობიან ოთხ ახალ სასწავლო კურსს: დეზინფორმაცია და საზოგადოება, კოლექტიური მეხსიერება და მისი როლი ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, სტრატეგიული აზროვნება; არქივები, მედია და ფაქტები.

 

სასწავლო პროგრამასთან ერთად, სხვადასხვა უნარების შეძენისა და განვითარების მიზნით, იმართება სხვადასხვა პრაქტიკული სემინარი, მათ შორისაა, “არქივები, მედია და ფაქტების” კურსის ფარგლებში 16 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში განხორციელებული ვიზიტი, სადაც კურსის ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე მსმენელებს ესაუბრა არქივების რაობასა და საარქივო დოკუმენტების სახეობების შესახებ, გაუზიარა საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება, თუ როგორ უნდა გადავიდეს იგი მედია ფორმატში და როგორ დაარწმუნონ რედაქტორები, რომ გამოაქვეყნონ მასალა ისტორიულ თემაზე. 

 

საქართველოს შსს არქივის მეორე განყოფილების უფროსმა, ივანე ჯახუამ სტუდენტებს გააცნო არქივის სტრუქტურა, იქ დაცული დოკუმენტები, მუშაობის პრინციპები და არქივის პუბლიკაციები. საქართველოს შსს არქივის მეორე განყოფილების უფროსმა, ივანე ჯახუამ სტუდენტებს გააცნო არქივის სტრუქტურა, იქ დაცული დოკუმენტები, მუშაობის პრინციპები და არქივის პუბლიკაციები. მან მომავალ ჟურნალისტებს საარქივო მასალის გამოყენების კუთხით ბევრი საინტერესო რჩევა მისცა.

 

გაზაფხულის სემესტრში პროგრამაში ჩართულია 24 მონაწილე, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა უნივერსიტეტს, მედია საშუალებას, სამოქალაქო ორგანიზაციასა და საჯარო დაწესებულებას.

 

გაზაფხულის სემესტრში პროგრამაში ჩართულია 24 მონაწილე, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა უნივერსიტეტს, მედია საშუალებას, სამოქალაქო ორგანიზაციასა და საჯარო დაწესებულებას.

 

სასწავლო პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024