წინამდებარე ნაშრომი მომზადდა ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ.
წინამდებარე კვლევა მოიცავს საქართველოს თვითმმართველი ერთეულებისგან მიღებული ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმ ძირითადი მიმართულებების გამოაშკარავება, რომლებზეც ათვისებული იქნა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, მთავრობის სარეზერვო ფონდი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, სოფლის მხარდამჭერი პროგრამა) თვითმმართველი ერთეულებისთვის განხორციელებული სპეციალური ტრანსფერები.
რეგიონებში განხორციელებული სპეციალური ტრანსფერები წინა საარჩევნო პერიოდში