ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები (1970-იანი წლების გაზეთ „კომუნისტის” მიხედვით)

სიახლეები | კვლევები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 28 დეკემბერი 2022

რუსეთი აქტიურად იყენებს თავის ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო ბერკეტებს და მიმართავს საინფორმაციო ომსა და პროპაგანდას ყოფილი საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საკუთარ ორბიტაზე დასაბრუნებლად. გრძელვადიანი საბჭოთა პროპაგანდისა და მისი თანამედროვე გამოძახილის გამო, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კვლავ არსებობს როგორც ნოსტალგია ერთიანი საბჭოთა კავშირის მიმართ, ისე შიში ევროპული ღირებულებების, ცხოვრების წესის და, ზოგადად, საზოგადოებისადმი.

 

მიმდინარე კვლევის მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის ისტორიული საწყისებისა და ტრადიციების უკეთ გააზრება, რომელსაც დღემდე აქტიურად იყენებს თანამედროვე კრემლის რეჟიმი და მისი საინფორმაციო არხები. აღნიშნული კვლევის ძირითადი აქცენტი გაკეთდა 1970-იანი წლების ქართულ პრესაში შექმნილი ანტიდასავლური ნარატივის ანალიზზე. კვლევის ფარგლებში განხილულია ანტიდასავლური დისკურსის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და გავლენიან  გაზეთ „კომუნისტში“, რომელიც ყოველდღიურ საინფორმაციო ომს აწარმოებდა დასავლეთის წინააღმდეგ. ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის გრძელვადიანი ხასიათისა და მისი ისტორიული წყაროების გაცნობიერების ზრდა და ურთიერთკავშირების ჩვენება თანამედროვე რუსულ პროპაგანდასთან.

 

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა გაზეთ „კომუნისტის“ ათწლიანი პერიოდი (1970 წლიდან 1980 წლის შუამდე) ნარატივისა და დისკურსის ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებით. ავტორებმა კვლევის რაკურსი, ძირითადად, მიმართეს ნარატივებისკენ, რომლებიც მოიცავდა მითითებებს დასავლურ მაგალითებზე, საერთაშორისო ახალი ამბების გავრცელებასა და შედარებებზე სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების გაშუქების პროცესში.

 

კვლევის ეტაპად 1970-იანი წლების არჩევა განაპირობა იმან, რომ აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობდა საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი ისტორიული ძვრები, რომლებსაც სსრკ აქტიურად აშუქებდა. მათ შორისაა ანტისაომარი გამოსვლები ამერიკაში და აშშ-ის მიერ ვიეტნამიდან ჯარების გაყვანა; ირანში შაჰის ჩამოგდება და ისლამური რესპუბლიკის დაარსება; ომი ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის; საბჭოთა ჯარების შეყვანა ავღანეთში და მრავალი სხვა. სსრკ-ის მიერ ზუსტად ამ საერთაშორისო ამბების გაშუქებისას იკვეთება დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საბჭოური მეთოდოლოგია, რომლითაც, ერთი მხრივ, ცდილობდა დასავლეთის დემონიზებას, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარი რეჟიმის გამყარებას. აღნიშნული ნარატივები კი დღემდე გამოიყენება თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსებში ანტიდასავლური განწყობების შესაქმნელად და გასამყარებლად.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024