ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 10 მაისი 2023

2023 წლის 4 მაისს, ტელეგრამ არხის «О стране и мире»-ის ორგანიზებულ შეხვედრაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა კვლევაზე - “ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები”. კვლევა განხორციელდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ დაფინანსებული პროექტის „ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვების“ ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის (UG) საგამოძიებო მედია ლაბთან თანამშრომლობით.

 

თანამედროვე ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელსაც კრემლი აწარმოებს იმ ქვეყნებში, სადაც მოკავშირეების პოვნის იმედი აქვს, საბჭოთა ნარატივებს ეფუძნება. სსრკ იყო პირველი "პროპაგანდისტული სახელმწიფო", სადაც იდეოლოგია გაჟღენთილი იყო იქ ცხოვრების ყველა ასპექტში. საბჭოთა და თანამედროვე პროპაგანდამ დასავლეთი წარმოადგინა, როგორც მარადიული და შეურიგებელი მტერი, მოახდინა მისი დემონიზაცია, აზვიადებდა დასავლეთის ქვეყნების პრობლემებსა და საკუთარ მიღწევებს. პროპაგანდა წარმოგვიდგენს რუსეთს (სსრკ), როგორც მორალისა და ჰუმანიზმის დასაყრდენს, "უბრალო, ადამიანის" ღირებულებებით.

 

კრემლის პროპაგანდა სხვა ქვეყნებში ცდილობს საზოგადოების გახლეჩასა და პოლარიზაციას, მთავრობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას. კრემლს ეს სჭირდება იმისათვის, რომ სხვა მთავრობები უფრო დამთმობი გახადოს. ნახევარი საუკუნის წინ, ისევე როგორც ახლა, კრემლის მედია წერდა განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკურ პრობლემებსა და სოციალურ კონფლიქტებზე, მათ აგრესიულ ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე. პროპაგანდა წარმოგვიდგენს დასავლურ საზოგადოებებს, როგორც ქაოტურს, არასტაბილურს, ანტიჰუმანისტურს, თესავს სიძულვილსა და სიკვდილს და აქტიურად ავრცელებს კონსპირაციის თეორიებს.

 

აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებისთვის თანამედროვე კრემლის პროპაგანდა ცრუ დილემას გვთავაზობს: ისინი უნდა დარჩნენ რუსული გავლენის ორბიტაზე ან შეუერთდნენ მოსკოვის მტრებს. თანამედროვე კრემლის პროპაგანდა ასევე იყენებს საბჭოთა ნარატივებს უკრაინის დასაკნინებლად: ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პროპაგანდა უკრაინულ ნაციონალიზმს აიგივებს ფაშიზმთან. რუსეთი ასევე იყენებს  НКВД-КГБ-ის გამოცდილებას „უკრაინის ტერიტორიაზე ნაციონალურ ფორმირებებთან ბრძოლაში“, ფილტრაციის ბანაკების ორგანიზებაში, პოლიტიკური ოპონენტების „პრევენციაში“ და ა.შ. რა არის საბჭოთა და თანამედროვე რუსული პროპაგანდის საერთო და განსხვავებული მახასიათებლები?

 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

 

— ანტონ ვაჭარაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისი;

 

— ევგენია ლიოზინა, პოლიტოლოგი, პოტსდამის თანამედროვე ისტორიის ცენტრის მკვლევარი, ავტორი წიგნისა „მე-20 საუკუნე: წარსულის შესწავლა“, „Политпросвет“-ის პრემიის ლაურეატი;

 

— ილია იაბლოკოვი, მედიისა და დეზინფორმაციის მკვლევარი, შეფილდის უნივერსიტეტის ლექტორი, ავტორი წიგნისა „რუსული შეთქმულების კულტურა. შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცეში“;

 

— ბორის გროზოვსკი, მიმომხილველი, ტელეგრამ არხის EventsAndTexts ავტორი;

 

 

შეხვედრის სრული ვიდეო იხილეთ აქ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024