სოლიდარობის ბრენდინგი - შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - მეორე ეტაპი

პროექტები | დასრულებული პროექტები 15 ივლისი 2022

 

 

პროექტის სახელწოდება: სოლიდარობის ბრენდინგი - შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - მეორე ეტაპი

დონორი ორგანიზაცია: Georgian Information Integrity Program (GIIP) / USAID

გრანტის ნომერი: GIIP-SK-IDFI-002-1

ბიუჯეტი: 45,300.00 ლარი

ხანგრძლივობა: 15.07.2022 - 30.09.2022

 

მეწარმეები საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროდუქტების გაყიდვისას სხვადასხვა გამოწვევას აწყდებიან: ბუნებრივი მიზეზები, ბაზრების მოძიებასთან, შენახვასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები. შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვრთან მდებარე სოფლების მოსახლეობას, გარდა ამ პრობლემებისა, დე-ფაქტო რეჟიმის პოლიციისა თუ სამხედრო ძალების მხრიდან უკანონო ბორდერიზაციისა და გატაცების მუდმივი შიში აქვთ. ასევე, ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ ქართული საზოგადოების მხრიდან, რადგან რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მათი მცდელობები, ხშირად არასათანადოდაა მხარდაჭერილი და აღიარებული. ზოგიერთი კი, საერთოდ მიიჩნევს, რომ უმჯობესია თავიდან აიცილონ რუსეთის წინააღმდეგობა - იმის შიშით, რომ ნებისმიერმა ქმედებამ, რომელიც ანტირუსულადაა აღქმული, შეიძლება შემდგომ უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთთან პარტნიორობა საუკეთესო ან ერთადერთი გზაა არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან თავის დასაღწევად. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ახალისებს კრემლის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ცდილობს გააძლიეროს დამარცხების განცდა და წარმოაჩინოს რუსეთი, როგორც ერთადერთი მხსნელი.

 

პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერის შედეგად, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა მეტად მდგრადი გახადოს რუსული მტრული გავლენის მიმართ. ამისათვის პროექტი მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს ახალი ბრენდის იდენტობა, რომელიც გამოხატავს ფიზიკურ და ემოციურ სოლიდარობას ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ხელს შეუწყობს ტერიტორიის გასწვრივ შექმნილ წარმოებულ პროდუქციას. ბრენდი მოიცავს:

 

1) სოლიდარობის ბრენდის შექმნას, რომელიც გამოყენებული იქნება ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე და მოუწოდებს ქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს - მხარი დაუჭირონ ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას.

 

2) ხარისხის უზრუნველყოფის გზითა და ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად არსებული მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ბრენდი ხელს შეუწყობს ბაზარზე წვდომის გაზრდას: დაეხმარება მოსახლეობას დაეუფლონ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) სერტიფიკატს (GeoGap სტანდარტი), რათა გაზარდონ მათი კონკურენტული უპირატესობა და ახალ ბაზარზე შესვლის პოტენციალი.

 

პროექტის მიზნები:

 

- შიდა ქართლის რეგიონში, ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მეწარმეები დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისგან იღებენ მხარდაჭერას.

 

- „სოლიდარობის ბრენდი“ ბენეფიციარებს ეხმარება გაყიდვების ზრდაში.

 

- კონკურენტული უპირატესობისა და ახალ ბაზრებზე გასვლის პოტენციალის გაზრდა ადმინისტრაციული ზონის მახლობლად მცხოვრები ფერმერებისთვის.

 

- რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება

 

მეორე ეტაპზე დაგეგმილი აქტივობები:

 

- შეხვედრები ბენეფიციარებთან, ბრენდინგის უპირატესობების შესახებ.

 

- ურთიერთობის/ პიარ კამპანიის საშუალებებისა და ელემენტების განსაზღვრა.

 

- ბრენდისა და ვიზუალური იდენტობის შექმნა - მისი გაცნობა ბენეფიციარებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

 

- ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გვერდით მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობისთვის, მიგნებებისა და ვიდეოების/ვიზუალური ისტორიების საფუძველზე 1 შუალედური სტატიის/ბლოგის შექმნა. 

 

- შეხვედრები და კონსულტაციები დისტრიბუტორებთან და ბაზრის ქსელებთან.

 

- საქართველოს ფერმერთა ასოციაციების GeoGap სტანდარტის დანერგვის დასრულება 8 ბენეფიციარისთვის.

 

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024