2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავრობის ცვლილების შედეგად სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად დარჩა, თუმცა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, შეიცვალა მიდგომები სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმებთან დაკავშირებით. სახელმწიფო თავად აღარ ქმნის საწარმოებს სოფლის მეურნეობაში და მისი როლი დარგის ირიბი სტიმულირებით განისაზღვრება თუმცა კვლავ განაგრძობს მემკვიდრეობით მიღებული კომპანიების მართვას, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს.
ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მფლობელობაში 71 საწარმოა, მუხედავდ იმისა, რომ რეგისტრირებული სახელმწიფო კომპანიების რიცხვი სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია, მათგან დღესდღეობით მხოლოდ 15 -ია მოქმედი.
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების მიმოხილვითი ანალიზი.
სტატია მომზადდა პროექტის - სახელმწიფო საწარმოები საქართველოში და მათი ეფექტიანობა; ფოკუსი: სოფლის მეურნეობა - ფარგლებში. რომელიც საწარმოების ეფექტიანობის და მათი არსებობის მიზანშეწონილობის დადგენას, შესაბამის სახელმწიფო უწყებებისთვის რეკომენდაციების მიწოდებას და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მეტი გამჭვირვალობის ადვოკატირებას ისახავს მიზნად. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC) ფინანსური მხარდაჭერით.