თანამდებობის პირთა მიერ დეკლარირებული შემოსავლების ახალი ელექტრონული მოდულისა და საქართველოს ღია მონაცემთა პლატფორმა – www.DataLab.ge-ის პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 28 სექტემბერი 2018

საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი ღია და დამუშავებად ფორმატში განთავსება, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ამის საფუძველი, გარკვეულწილად, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების არარსებობაა.

 

28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მაღალი თანამდებობის პირთა მიერ დეკლარირებული შემოსავლების ელექტრონული მოდულისა და ღია მონაცემების პლატფორმა – www.DataLab.ge-ის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნა თანამდებობის პირთა ანაზღაურების შესახებ კვლევის შედეგები.

 

შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდა და მას მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

შეხვედრა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა გახსნა. მან ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე რაც საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებობს.

 

„აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ და იუსტიციის სამინისტრომ დააჩქარონ პარლამენტში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონპროექტის წარდგენა, სადაც, ვფიქრობ, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ღია მონაცემთა გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის საკითხები,“ – განაცხადა ლევან ავალიშვილმა.

 

ლევან ავალიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო 2010-2017 წლებში მაღალი თანამდებობის პირების მიერ დეკლარირებული შემოსავლების ახალი ელექტრონული მოდული და ისაუბრა მათი შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკაზე, რაც IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა.

 

“წლების განმავლობაში საქართველოს საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების მოუწესრიგებელმა სისტემამ განაპირობა არასამართლიანი და გაუმჭვირვალე სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება. სახელფასო პოლიტიკის ნაკლოვანებები კარგად ჩანს IDFI-ის მიერ შექმნილ ელექტრონულ მოდულში, სადაც ასახულია დაახლოებით 700-მდე მაღალი თანამდებობის პირის მიერ კონკრეტულ წელს მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.“ - აღნიშნა ავალიშვილმა.

 

„პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე ახალი კანონით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სამომავლოდ, თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ოდენობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. კერძოდ, თანამდებობის პირთა უმრავლეს შემთხვევაში, შრომის ანაზღაურების ახალი კანონის მიღების შემდეგ, ყოველთვიურ სარგოდ განესაზღვრათ დაახლოებით იგივე ოდენობის თანხა, რასაც ისინი კანონის მიღებამდე ყოველთვიურად საშუალოდ იღებდნენ, სარგოს პრემიის და დანამატის სახით.“ - დასძინა ავალიშვილმა. 

 

IDFI-ის ელექტრონული მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ტურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ღია მონაცემების პლატფორმა – www.DataLab.ge და მისი ტექნიკური შესაძლებლობები. მან ასევე ისაუბრა იმ საინტერესო მონაცემებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.


www.DataLab.ge-ზე მოცემულია 800-ზე მეტი საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა, 165 ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებიდან. მონაცემები ეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საჯარო ადმინისტრირება, ფინანსები, ტრანსპორტი, საზოგადოება, ეკონომიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, დანაშაულის სტატისტიკა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, განათლება და გარემო,“ – განმარტა თეონა ტურაშვილმა.


www.DataLab.ge-ის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, ონლაინ რეჟიმში ააგოს მონაცემთა ვიზუალიზაციები (გრაფიკული გამოსახულება), გადმოწეროს და გამოიყენოს მისთვის სასურველი ინფორმაცია.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024