ღია მმართველობის პარტნიორობის თემაზე ჟურნალისტებისათვის სემინარი გაიმართა

IDFI მედიაში | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 13 ოქტომბერი 2014

თბილისში, „ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და იუსტიციის სამინისტრომ ჟურნალისტებისათის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ სემინარი გამართა. მას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი და იუსტიციის სამინისტროს „ღია მმართველობა საქართველოს“ ეროვნული კოორდინატორი ქეთევან ცანავა გაუძღვნენ.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, OGP საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2011 წელს აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით დაარსდა. პარტნიორობას საქართველო იმავე წელს შეუერთდა. სახელმწიფოები მის ფარგლებში შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, იღებენ ვალდებულებებს, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმისათვის უნდა შეასრულონ, რომ ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება გაიზარდოს.

 

მიმდინარე წელს საქართველომ მეორე სამოქმედო გეგმა წარადგინა. ქვეყანამ 2015 წლის ბოლომდე 27 ვალდებულება უნდა შეასრულოს. მათ შორისაა: პეტიციების ელექტრონული სისტემის შექმნა, ღია მონაცემების პორტალის (www.data.gov.ge) ამოქმედება, საჯარო სამსახურში მიღების მიუკერძოებელი წესების განსაზღვრა, კრიმინალის სტატისტიკის ინტერაქტიული რუკების შექმნა, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა, ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკის გამოქვეყნება და სხვა.

 

ლევან ავალიშვილის თქმთ, ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ პირთა წრე გაიზარდა და შევსების ვალდებულება სახელმწიფო შპს-ების ხელმძღვანელებზე გავრცელდა.

 

ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც პარტნიორობის, ისე საქართველოს მიერ აღებული თითოეული ვალდებულების შესახებ. სპიკერებმა სემინარის მონაწილეებს აუხსნეს, თუ როგორ შეძლებენ ისინი სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024