ფარული მეთვალყურეობა საქართველოში - 2018-2020 წლების პრაქტიკა

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანალიზი 7 ივლისი 2021

წინამდებარე კვლევა მიმოიხილავს 2018-2020 წლებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობების წარდგენის, განხილვისა და დაკმაყოფილების, ასევე გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს. კვლევაში ასევე მოცემულია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში წარდგენილი ელექტრონული თვალთვალის შესახებ მოსამართლის ბრძანებების შესახებ სტატისტიკა.

 

გარდა ამისა, კვლევაში ასახულია ბოლო პერიოდში ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და უკანონო მოსმენის ფაქტები, რაც ცხადყოფს, რომ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით სერიოზული გამოწვევები არსებობს.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2020 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით ჯამში 997 შუამდგომლობა განიხილეს. ამ შუამდგომლობების  62%  თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა.

 

- სააბონენტო ნომრებზე განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის რაოდენობა 2018 წლიდან თანდათანობით იზრდება და 2021 წლის პირველივე კვარტალში სოლიდურ ნიშნულს, წინა სრული წლის თითქმის ნახევარს - 2403-ს აღწევს.

 

- 2018 წლიდან დღემდე სტაბილურად იზრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გადაუდებელი აუცილებლობისას სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ პროკურატურიდან შესული შუამდგომლობების რაოდენობა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი ჯამში 36 იყო, 2019 წელს - 81, 2020 წელს - 107, ხოლო 2021 წლის პირველივე კვარტალში შუამდგომლობების რიცხვი უკვე 32-ს აღწევს.

 

- სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის რაოდენობის პარალელურად, ბოლო წლებში გაიზარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შეჩერების მექანიზმის გამოყენების სიხშირეც. 2020 წელს ამ მექანიზმის გამოყენების ნიშნულმა 116-ს მიაღწია (115 მათგანი გამოყენებული იყო სასამართლოს განჩინებაზე, ხოლო 1 - პროკურორის დადგენილებაზე).

 

- 2020 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და მოსმენასთან დაკავშირებული შუამდგომლობების სრულად დაკმაყოფილების ყველაზე მაღალი – 92%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2018 წელს შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 88%, ხოლო 2019 წელს 84% იყო.

 

- 2020 წელს საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული 3442 შუამდგომლობა შევიდა. გასული წლების მსგავსად, შუამდგომლობათა ყველაზე დიდმა რაოდენობამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიყარა თავი.

 

- წინა წელთან შედარებით, საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ შესულმა შუამდგომლობებმა მნიშვნელოვნად, 51%-ითდაიკლო. ასევე აღსანიშნავია ამ შუამდგომლობათა დაკმაყოფილების კლების ტენდენცია: 2018 წელს შუამდგომლობათა 95.7%, 2019 წელს 94.6%, ხოლო 2020 წელს  94.2% დაკმაყოფილდა.

 

- 2018 წლის შემდგომ იზრდება განხილულ შუამდგომლობათა შორის გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობების პროცენტული წილი. 2018 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილული შუამდგომლობების მხოლოდ 1%-ს შეადგენდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობა, 2019 წელსპროცენტული წილი 4%-მდე, ხოლო 2020 წელს 6% -მდე გაიზარდა.

 

- 2018 წელს ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობათა 92.6% დაკმაყოფილდა, 2019 წელს - 84.7%, ხოლო 2020 წელს ყველაზე მეტი -  98.5%.

 

- სერიოზულ გამოწვევად რჩება ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და უკანონო მოსმენის ფაქტები და დამნაშავეთა დაუსჯელობა, რაც ცხადყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარი გარანტიების არარსებობას.

 

შეჯამება

 

2018-2020 წლების სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ სასამართლოებში შესული შუამდგომლობების რიცხვი და მათი დაკმაყოფილების ჯამური მაჩვენებელი შემცირდა. ეს უკავშირდება კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობების მნიშვნელოვნად კლებას ბოლო 3 წლის მანძილზე. ამ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებული შუამდგომლობათა რიცხვი 7150-დან (2018 წელს) 1348-მდე შემცირდა (2020 წელი).

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადის გაგრძელებასთან, ფარულ ვიდეოჩაწერასა და ფოტოგადაღებასთან დაკავშირებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი მზარდია. უნდა აღინიშნოს, რომ გაიზარდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ შუამდგომლობების სრულად დაკმაყოფილების მაჩვენებელიც. ასევე, 2018 წლის შემდგომ იზრდება განხილულ შუამდგომლობათა შორის გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობების პროცენტული წილი და მათი დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელიც. 2020 წელს ეს უკანასკნელი 98.5%-ს აღწევს. ბოლო წლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შეჩერების მექანიზმის გამოყენების სიხშირემაც იმატა.

 

სერიოზულ გამოწვევად რჩება ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და უკანონო მოსმენის ფაქტები, ასევე დამნაშავეთა დაუსჯელობა. უკანონო ფარული მეთვალყურეობისა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციით შანტაჟის ყველა შემთხვევა დროულ და ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში ფარული მეთვალყურეობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარ გარანტიებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემა და სათანადო პროცედურული გარანტიები, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა.

 

/public/upload/Analysis/GEO FINAL- Secret Surveillance in Georgia - Practice of 2018-2020.pdf

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024