სუფთა წყალი და სანიტარია

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 აგვისტო 2017

 

ესეს ავტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლანა კაპანაძე და იგი დაიწერა კონკურსისთვის „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

 

----------

 

„მარსზე წყლის აღმოჩენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იქ სიცოცხლის რაიმე ფორმით არსებობის დასადასტურებლად“ -ამბობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯოზეფ მიხალსკი მას შემდეგ, რაც ,,ნასამ“ მარსზე თხევადი სახით წყალი აღმოაჩინა. ფაქტი,რომ ნასა დიდი ხანია ცდილობს მარსზე სიცოცხლის არსებობის დასადატურებლად პირველ რიგში წყლის აღმოჩენას უკვე მიმანიშნებელია წყლის და სიცოცხლის ურთიერთმიმართებაზე. წყალი რომ ყოველი ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლის საწყისია ადასტურებს ისიც რომ 3მილიარდი წლის წინ დედამიწაზე ერთადერთი ცოცხალი არსებები ოკეანის ბინადარი ერთუჯრედიანი მიკრობები იყვნენ. წყალი უბრალოდ წყალბადის და ჟანგბადის შენაერთი არ არის, ის გაცილებით უფრო რთული და უნიკალური ნივთიერებაა, ერთადერთი ბუნებრივი სუბსტანციაა სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში. წყლის იდუმალება ადამიანის წარმოდგენებშიც კი ჩანს: მითები ახალგაზრდობის და უკვდავების წყაროებზე ჯერ კიდევ ძვ.წ V ს-ში არსებობდა, როცა ამაზე ჰეროდოტე წერდა, თავად ალექსანდრე დიდსაც სჯეროდა ახალგაზრდობის წყაროს არსებობის. ძველ მითოლოგიაში კი ვხვდებით წყლის ღმერთებსაც, რომაულში-ნეპტუნუსს, ბერძნულში-პოსეიდონს. ამგვარად ადამიანის მიერ წყლის ძალის და იდუმალების აღიარება ათასწლეულებს ითვლის.


სამწუხაროდ სწორედ წყალი არის ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემა.ვფიქრობ, რომ რაც უნდა პრობლემატური იყოს მსოფლიოს მასშტაბით უმუშევრობა, ლტოლვილების საკითხი, ომები და ა.შ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სასმელი წყლის საკითხია, ვინაიდან წყალი სიცოცხლის საფუძველია და ყველა ცოცხალი ორგანიზმის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. წყლის მნიშვნელობა უშუალოდ ადამიანისთვის კარგად ჩანს სამედიცინო ფაქტებში, რომლის მიხედვითაც: თავის ტვინის 75%, სისხლის 92%, ძვლების 22% და კუნთების 75% შეადგენს წყალს . ხოლო ის ფაქტი რომ ადამიანს შეუძლია საჭმლის გარეშე 6 კვირა გაძლოს, წყლის გარეშე კი მხოლოდ 5 დღე დასტურია წყლის უპირატესი მნიშვნელობისა საკვებთან შედარებით.


ჩვენი პლანეტა სწორედ იმით არის უნიკალური ყოველ შემთხვევაში ,,ირმის ნახტომში“, რომ მასზე დიდი რაოდენობით წყალია, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ზედაპირის 70% წყალს უკავია, აქედან 97,2% მლაშე ხოლო 2,8 % მტკნარი წყალია,რომლიდანაც ასევე გარკვეული ნაწილი დაბინძურებულია, ასე რომ ნომერ პირველი პრობლემა სუფთა წყლის რესურსის ნაკლებობაა. 7,2 მილიარდიან მსოფლიოში დღეში 7-8 ტონა წყალი იხარჯება, რაც კატასტროფულად დიდი რიცხვია.მიუხედავად იმისა, რომ წყალი ამოუწურავ აღდგენად რესურსებს მიეკუთვნება ამ რაოდენობის სუფთა წყლის მოხმარება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება საერთო სურათზე. გარდა ამისა სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა არათანაბრადაა განაწილებული მსოფლიოში. გარეოს მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის 1/6 სუფთა წყალი არ მიეწოდება , წყლის არახელმისაწვდომობა კი პირდაპირ კავშირშია ანტისანიტარიასთან ,რაც თავის მხრივ არაერთი დაავადების გამომწვევი მიზეზია. 4 წლის ნკაიტოლე კენიის მაცხოვრებელია, დიდი რომ გაიზრდება უნდა ტომის მებრძოლი გამოვიდეს, მაგრამ შანსი იმისა რომ ის 5 წელს ვერ მიაღწევს 5დან 1-ია, ამიტომ ოცნებების ახდენას 4 წლის ასაკშივე ცდილობს. ნკაიტოლე რეალური ადამიანია რეალური ამბით, რომელიც ერთ რეკლამაშია თავმოყრილი , რეკლამის მიზანია პროპაგანდა დონაციის მხარდასაჭერად ისეთ ქვეყნებში, სადაც სუფთა წყალი არის პირველი მიზეზი რის გამოც უამრავი ბავშვი იღუპება 5 წლამდე. აფრიკა სწორედ ის ერთ-ერთი რეგიონია სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას სუფთა წყლის და სანიტარიის პრობლემა. იგივე პრობლემა აწუხებს ინდოეთსაც, ბრაზილიასაც, ახლო აღმოსავეთის ქვეყნებსაც. გასაკვირია, მაგრამ სუფთა წყლის პრობლემა წყალუხვ საქართველოშიც არის. მიუხედავად იმისა,რომ საქართველო წყლის რესურსით მდიდარია, არაერთი ქალაქი თუ სოფელი ამ პრობლემის წინაშეა. სუფთა წყლის პრობლების გახმაურებული ფაქტები დაფიქსირდა კახეთის სოფლებში, ველისციხეში, დაბა ჩუმალეთში, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ახალი კუმისის დასახლებაში, სადაც სასმელად ნაჭრით გაფილტრულ წვიმის წყალს იყენებენ.გარდა გადაცემებში ნანახისა ჩემი ცხოვრებიდანაც შემიძლია მაგალითის მოყვანა. მახოვს 2009 წლის ზაფხული, როცა ოჯახთან ერთად ქ.ბორჯომში ვისვენებდი, სადაც პირადად შევესწარი თუ როგორი დაბინძურებული წყალი მოდიოდა ონკანში, იმდენად გამოუსადეგარი, რომ დედამ მაკარონი მინერალურ წყალ ,,ბორჯომში“ მოხარშა, მაკარონის გემოზე რომ არაფერი ვთქვა, მკაფიოდ დამამახსოვრდა, რომ დასასვენებლად იდეალურ გარემოში სუფთა წყლის პრობლემაა. პრობლემაა ჩემს მშობლიურ ქალაქში-ახალციხეშიც, სადაც წლებია სასმელად ნაყიდ წყალს ვხმარობთ. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში პრობლემა გაუმართავ სისტემაშია და არა წყლის ნაკლებობაში.


პრობლემა გასაგებია, თუმცა მეორე საკითხია გადაჭრის გზები. ამ გლობალური პრობლემის მოგვარების ჩემეული ვერსია ასეთია:


I-სასმელი წყლის რაციონალური გამოყენება. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს საზოგადოებას ყოველდღიურად სჭირდება ამის შეხსენება. წყლის მოხმარება არ უნდა შევამციროთ წყლის მიღების შემცირების ხარჯზე, არამედ ეს უნდა გამოიხატოს ისეთ ქმედებებში, როგორიცაა: კბილების გახეხვის დროს ონკანის დაკეტვა, ბანაობის ხანგრძლივობის შემცირება, სანტექნიკის მუდმივი შემოწმება, ჭურჭლის და სარეცხი მანქანების მხოლოდ მაქსიმალურად დატვირთვის შემთხვევაში გამოყენება. სწორედ ამ ქმედებების განცხორციელებით მე უკვე რამდენიმე წელია პატარა , მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი ჩემი წვლილის შესატანად სუფთა წყლის შენარჩუნებაში.ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ წყლის რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენს ხარჯებს და დადებითად აისახება ბიუჯეტზე, ეს კი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.


II-ახალი ტექნოლოგიები: ახალი ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა და გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია წყლის პრობლემის მოგვარებაში. დღეს გამომგონებელთა და მეცნიერთა წყალობთ არაერთი ინოვაციური ხელსაწყო არსებობს. მაგ: ონკანის ტუჩი-Aლტერედ Nოზზლე- სპეციალური ონკანის ტუჩი წყლის ნაკადს მილიონ წვეთად ყოფს და მაღალი წნევით აფრქვევს, შედეგად ვხმარობთ წყლის მხოლოდ 2%-ს, ინოვაციური ტექნოლოგიის ბრწყინვალე ნიმუშია ,,ლიფესსტრაწ“ - წყლის პერსონალური გამფილტრავი, რომელიც ასუფთავებს ნებსმიერ წყალს ბაქტერიებისგან თითქმის 100%-ით,გამოგონებას უკვე იყენებენ აფრიკის ქვეყნებში. სწორედ ასეთი ტექნოლოგიების მასობრივი გამოყენება მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სუფთა წყლის მარაგის არსებობას და დაცვას.


III- ასიბერგის ტრანსფერი. ერთხელ გეოგრაფიის გაკვეთილზე სწორედ მსოფლიოში წყლის პრობლემაზე ვსაუბრობდით, მაშინ გამიჩნდა ასიბერგის გადატანის იდეა ახლომდებარე ქვეყნებში, თუმცა სულელურად მეჩვენა და არაფერი მითქვამს, მაგრამ საკითხი თვითონ მასწავლებელმა წამოჭრა და მაშინ პირვველად გავიგე რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ბიუჯეტის და დროის ხანგრძლივობის გამო ვერ ხერხდება. აისბერგი დიდი რაოდენობით მტკნარ წყალს შეიცავს შესაბამისად სუფთა წყლის მარაგს წარმოაგდენს. ჩემი აზრით, მსოფლიოში სადაც ყოველდღიურად 3,4 მლნ ადამიანი კვდება წყლისა და სანიტარული პრობლემების გამო, ბიუჯეტი მეორეხარისხოვანია. აისბერგის ტრანსფერი უნდა ითავონ წამყვანმა,ძლიერმა სახელმწიფოებმა. დარწმუნებული ვარ შედეგი აღემატება ფინანსური და ადამიანური რესურსების დანახარჯს.
IV- მოსახლეობის შემცირება. დიახ მოსახლეობის სიმრავლე სწორედ ის მიზეზია რის გამოც უფრო მეტი წყალი გამოიყენება და უფრო მეტი ბინძურდება. მოსახლეობის რაოდენობის შემცირება კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც წყლის მარაგს, ასევე სანიტარულ პირობებსაც. ამ მხრივ უკვე ათეული წლებია მოსახლეობით უდიდეს ქვეყნებში შესაბამისი ოჯახის დაგეგმარების პოლიტიკა ტარდება.


V-კეთილი ნება. ამ პუნქტში ვგულისხმობ მთავრობების ნებას განახორციელონ და გააუმჯობესონ მოსახლეობისთვის სუფთა წყლის მიწოდების სერვისები. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოსნაირ ქვეყნებს, სადაც როგორც ვთქვი არის არა წყლის პრობლემა არამედ წყლის მიწოდების პრობლმა. წყლის მილების , საკანალიზაციო არხების გაყვანა, სპეციალური ქარხნების არსებობა,ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის გამოყოფა სწორედ ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.


თითოეული კომპონენტი სუფთა წყლის და სანიტარიის პრობლემის გადაჭრისთვის მნიშვენლოვანი და აუცილებელია. ვფიქრობ, სუფთა წყალი XXI საუუნის ის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობას აერთიანებს, ამიტომ თითოეული ჩვენგანის, ხელისუფლებების, მეცნიერების, გამომგონებლების, თავად ბუნების სურვილი და ძალისხმევაა საჭირო ამ საკაცობრიო პრობლემის მოსაგვარებლად, რათა დავიცვათ არა მარტო ჩვენი თავი და მომავალი თაობა , არამედ დავიცათ ჩვენი პლანეტა, დავიცვათ დედამიწა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024