ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასთვის

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 ივლისი 2017

 

ესეს ავტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ბიკაშვილი და იგი დაიწერა კონკურსისთვის „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

 

----------

 

საუკუნეების განმვლობაში განათლების მიღებისა და გაცემის კონცეფციამ მრავალი ფორმაცია განიცადა. თავდაპირველად, განათლების მიცემა ოჯახისა და ეკლესიის კომპეტენციას წარმოადგენდა. პირველ სასწავლო დაწესებულებას ძველ ეგვიპტეში ჩაეყარა საფუძველი. სკოლაში სწავლა და ცოდნის მიღება ელიტურობის უპირობო საზომს წარმოადგნდა. ამ ფაქტორის გამო, განათლების მიღება მხოლოდ უმაღლესი სოციალური ფენის წარმომადგენლებს შეეძლოთ. მხოლოდ მოგვიანებით, განმანათლებლობის პერიოდში , გახდა განათლების უფლების განხორციელება საზოგადოებრივი საზრუნავი.


განათლების სოციალური ბუნების შესახებ საკუთარ შეხედულებებს ავითარებდნენ ცნობილი განმანათლებლები, რუსო, ვოლტერი, ლოკი,დიდრო და სხვა. მათ სწამდათ, რომ განათლება არის ის ფუნდამენტური საწყისი ,რომლის მიღებაც ადამიანის სულიერი და სოციალური გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. სწორედ მოტივით, მათ დაიწყეს საკუთარი ცოდნის გავრცელება ენციკლოპედიებისა და პრესის საშუალებით.


მეცხრამეტე საუკუნის ქართულ რეალობაში ფრანგი განმანათლებლებისგან გადმოსროლილი იმპულსები ,საბოლოო ჯამში, დიდ ტალღად აგორდა და თერგდალეულების ბაზაზე ჩამოყალიბდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება". საზოგადოების დამსახურებით გაიმართა დიდი ბრძოლა რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ და გაიხსნა ქართული სკოლები, გამოიცა სახელმძღვანელოები და სხვა სახის ნამუშევრები, შეგროვდა ძველი ხელნაწერები და ფოლკლორული ნამუშევრები.


თანამედროვე მსოფლიოს უფრო დიდ გამოწვევებთან და პრობლემებთან უწევს შეჭიდება. დღეის მდგომარეობით ,თითქმის მილიარდმა წერა-კითხვის უცოდინარმა ადამიანმა შეაბიჯა ოცდამეერთე საუკუნეში. ეს რიცხვრი მზარდია და მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეექვსედს შეადგენს.


თომას ჰობსი ლევიათანში წერს: "ბუნებამ იმდენად თანასწორნი შექმნა ადამიანები ფიზიკური და გონებრივი უნარების მხრივ ,რომ თუმცა ზოგი მათგანი შეიძლება სხვაზე აშკარად ღონიერი ან გონებაგახსნილი იყოს, საბოლოოდ ინდივიდები მაინც იმდენად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ ვინმემ თქვას ,მე რაღაც ისეთი სიკეთე მეკუთვნის, რაზეც სხვას ასეთივე პრეტენზია ვერ ექნებაო".


თანასწორობის ფუნდამენტისადმი ასეთი მიდგომა ამოსავალი წერტილია განათლებასთან მიმართებით წარმოშობილი პრობლემების გადასაჭრელად, რადგან განათლება ყველას თანაბრად ეკუთვნის ,მიუხედავად ინდივიდების ფსიქოსოციალური საჭიროებისა და ინკლუზიური სტატუსისა.


ადამიანი, რომელსაც არ აქვს მიღებული საბაზისო განათლებაც კი, ვერ იქნება კონკურენტუნარიანი არსებულ საზოგადოებაში ,ვერ ისარგებლებს სხვა სახის უფლებებით და გახდება მეორეხარისხოვანი მოქალაქე ,რადგან განათლების უფლება სხვა, პოლიტიკური,კულტურული და სოციალური უფლებების რეალიზების გასაღებია. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს ინკლუზიურ განათლებას. ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ერთი ნაწილი ფიქრობს ,რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა ცალკე, მათთვის განკუთვნილ სპეციალურ სკოლებში უნდა მიიღონ განათლება,თუმცა ეს მოსაზრება არ მოდის ინკლუზიური განათლების დამფუძნებელ მიზანთან შესაბამისობაში - შშმ პირების ინტეგრაციასთან არსებულ საზოგადოებაში.


ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს სეგრეგაციას, ეს არის შესაძლებლობა ,რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირები აღქმულნი იყვნენ როგორც საზოგადოებრივი მთლიანობის სრულფასოვანი, განუყოფელი ნაწილი.


ქართულ სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვით მოხდება არა მხოოლოდ შშმ პირების ინტეგრაცია და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფა, არამედ უფრო დიდ სოციალურ საწყისს ჩაეყრება საფუძველი ,რაც გულისხმობს ტიპური მოსწავლეებისა და მათი მშობლების მხრიდან შშმ მოსწავლეების ნორმალურ აღქმასა და ნორმალური ქცევის სწავლებას. აღნიშნული კი შექმნის ისეთ მოცემულობას, სადაც შშმ პირები არ არიან თუნდაც პოზიტიური დისკრიმინაციის მსხვერპლნი და სადაც განსხვავებული ვიზუალი თუ შესაძლებლობები დაბალანსებული და ნორმალიზებულია.


განათლების უფლება მრავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტითაა რეგლამენტირებული, თუმცა ინკლუზიურ განათლებასთან მიმართებით ყველაზე აღსანიშავია1994 წლის სალამანკას დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც , ყველა ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს ინკლუზიურ კლასში და ყველა ბავშვს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში, რათა მოხდეს მისი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება. კონფერენციის ერთ-ერთმა დელეგატმა, ბ-ნმა ლინდქისტმა, რომელიც თავად უსინათლო გახლავთ, აღნიშნა:


"განათლების სისტემებმა არ უნდა განსაზღვრონ ბავშვების კატეგორია განათლების მისაღებად, არამედ უნდა მოხდეს ამ სისტემების რეფორმირება, რათა ყველა ბავშვის განათლების უფლება იქნეს გარანტირებული."


ამდენად, ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ,ერთი მხრივ, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს, მეორე მხრივ კი,ეს არის საზოგადოების სოციალური ვალდებულება ხელი შეუწყოს შშმ პირების ნორმალურ განვითარებას, სოციუმში ინტეგრაციას, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისა და სეგრეგაციის აღმოფხვრას და მათ აქტიულ ფუნქციონირებას საზოგადოებასა და სახელმწიფოში. სწორედ ეს არის გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის არსი. მიზნის მიღწევა განიმარტება, როგორც საქმის წარმატებული და სრულყოფილი დასრულება. ამ მიზნის მიღწევისთვის კი, საჭიროა საზოგადოების მეტად ინფორმირება და მეტი ჩართულობა , რადგან თუ გვეცოდინება რაში მდგომარეობს პრობლემა, მისი გადაჭრის გზების ძიების პროცესი შეუქცევადი გახდება მანამ, სანამ აღნიშნული პრობლემა არ აღმოიფხვრება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024