სამეცნიერო ფორუმი - ახალი სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020 (თბილისი, 5-7 თებერვალი, 2015)

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 2 თებერვალი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ბრემენის უნივერსიტეტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, პროექტის „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)“ ფარგლებში, მასპინძლობენ სამეცნიერო ფორუმს: „ახალი სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020“ (პირველი სამეცნიერო ფორუმი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე „საქართველო 2020“).

 

14 წარმატებული უცხოელი მკვლევარი, რომლებიც საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებს იკვლევენ, საქართველოს  სპეციალურად აღნშნულ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვევიან.

 

მოწვეული უცხოელი მკვლევარები:


1. პროფესორი, დოქტორი ჯული ჯორჯი, ქვინს კოლეჯი, ნიუ იურკის უნივერსიტეტი.
2. პროფესორი, დოქტორი რიკ ფოონი, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის შემსწავლელი ინსტიტუტი (MECACS), საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა, წმ. ენდრიუს სახელობის უნივერსიტეტი.
3. პროფესორი, დოქტორი შლომო ვებერი, რიჩარდ ჯონსონის სახელობის ეკონომიკის შემსწავლელი ცენტრი, სამხრეთ მეთოდისტური უნივერსიტეტი.
4. პროფესორი სტეისი რ. ქლოსონი, პატერსონის სახელობის დიპლომატიისა და საერთაშორისო კომერციის სკოლა, კენტუკის უნივერსიტეტი.
5. პროფესორი, დოქტორი ანტონიო კასტელბრანკო, ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტი.
6. დოქტორი ლინკოლნ მიტჩელი, პოლიტიკური განვითარების კონსულტანტი, ევრაზიის საკითხთა სპეციალისტი.
7. დოქტორი კრისტინა ტონისონი, ტარტუს უნივერსიტეტის ევროკოლეჯის დირექტორი.
8. დოქტორი ფილიპ რუდაზი, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი.
9. დოქტორი ბარბარა ლემბრუხი, მკვლევარი, რუსეთის და ევრაზიის შემსწავლელი ცენტრი, უპსალას უნივერსიტეტი.
10. კრისტიან ტიმი, მკვლევარი, გამოყენებითი მეცნიერებების კერძო უნივერსიტეტი PHL.
11. ჯოს ბუუნსტრა, უფროსი მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის პროგრამის ხელმძღვანელი, FRIDE.
12. მარკო გიული, მკვლევარი, მადარიაგა - ევროპის ფონდის კოლეჯი.
13. დენის რედეკერი, მკვლევარი ინტერნეტის და დემოკრატიის საკითხებზე.
14. ოდრი შლეგელი, ზაარლანდის უნივერსიტეტი.

 

ფორუმის ძირითადი თემები იქნება სტრატეგიული განვითარების დოკუმენტების იმპლემენტაცია როგორც მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საშუალება პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის, საქართველოს რეგიონული უსაფრთხოება და ენერგო გამოწვევები 2020 წლისთვის და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის მიმდინარეობა საქართველოში და მისი გავლენა საქართველო 2020-ის მიზნების მიღწევადობაზე.

 

ფორუმის სამუშაო ენა არის ინგლისური. ფორუმის მონაწილეები უზრუნველყოფილები იქნებიან სინქრონული თარგმნით ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ფორუმზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა მეილზე d.maisuradze@idfi.ge

ფორუმის დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ PDF ფაილში

/public/upload/Londa/2020/Scientific Forum, 5.-7. Februry, 2015.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024