IDFI: სასჯელაღსრულების დეპარტამენტი საჯარო ინფორმაციას არ გასცემს

IDFI მედიაში 22 მაისი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სასჯელაღსრულების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის პრობლემაზე საუბრობს და სასჯელაღსრულების მინისტრს, სოზარ სუბარს მიმართავს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ვალდებულებების შესრულება.


 ღია წერილში, რომლითაც IDFI სოზარ სუბარს მიმართავს, აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან 17 სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორის პრემიების, სამივლინებო ხარჯებისა და სახელფასო დანამატების შესახებ, თუმცა ინსტიტუტის მოთხოვნები დეპარტამენტში უპასუხოდ დატოვეს.

 

IDFI ასევე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვებ-გვერდზე „საჯარო ინფორმაციის“ გვერდის შექმნას და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხით საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

 

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისგან თავის არიდება და მთავრობის დადგენილებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების არშესრულება, ასევე, ბოლო დროს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიალური თანხების შესახებ, ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლებრივად მიმდინარეობს აღნიშულ დაწესებულებაში სახელმწიფო ფინანსების განკარგვა", – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. IDFI მოუწოდებს მინისტრს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ  კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.  კერძოდ:

 

1)    უზრუნველყოფილი იქნას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  37-ე,  38-ე  და  მე-40  მუხლების  შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

 

2)    უზრუნველყოფილი იქნას დეპარტამენტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219  დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება;

 

3)    უზრუნველყოფილი იქნას დეპარტამენტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის სტანდარტის დამკვიდრება.

 

"ვფიქრობთ, რომ 2013 წლის დეკემბრის თვეში დიდი ოდენობის პრემიების გაცემის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამდებობის პირთა შორის არსებული მოლოდინი იმისა, რომ ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელი დარჩებოდა ფართო საზოგადოებისთვის. ინსტიტუტი გამოთქვამს იმედს, რომ სამინისტროს მიერ გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვას", – ნათქვამია განცხადებაში.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024