2013 წლის მონაცემები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან (ნაწილი 2)

სიახლეები 14 მაისი 2014

საჯარო ინფორმაციაინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის განთავსებას www.opendata.ge -ზე.

 

აღნიშნული ინფორმაცია ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ამა თუ იმ საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, საჯარო მოხელეების პრემიები, სახელფასო დანამატები, სამივლინებო და როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, საჯარო დაწესებულებების მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სახელმწიფო შესყიდვები.

 

www.opendata.ge -ზე ასევე შესაძლებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლების, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენციის, აუდიტორული შემოწმების აქტების და ამ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების ნუსხის გაცნობა.

 

ამჯერად გთავაზობთ რამდენიმე საჯარო დაწესებულებიდან IDFI-ისთვის მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც www.opendata.ge -ზე უკვე ხელმისაწვდომია:

 

  • როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი 2013 წელს - გარდა აპრილის თვისა - ყოველთვიურად იღებდა პრემიას, რომლის წლიურმა ჯამმა 30 625 ლარი შეადგინა. პრემიები ასევე დაერიცხათ დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებსა და თანამშრომლებს. 2013 წელს სააგენტოს მიერ პრემიის სახით გაიცა სულ 401 415 ლარი. 
  • 2014 წლის იანვრის მონაცემებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ბალანსზე 5 ავტომობილი ირიცხება, რომელთა საერთო ფასი 134 904.20 ლარს წარმოადგენს. 2013 წელს ცენტრმა ბალანსზე რიცხული ორი ავტომობილი განაახლა. 2006 წლის გამოშვების ავტომობილი Toyota „Camry” ცენტრმა ჩაანაცვლა 2010 წლის გამოშვების Hyundai Sonat-თი, ხოლო 1995 წლის Mercedes-Benz მინი ავტობუსი და 2010 წლის Mercedes-Benz მინი ავტობუსით ჩაანაცვლა. აღნიშნული ავტომობილების ჩანაცვლებისთვის ცენტრის მიერ 71 850 ლარი იქნა დახარჯული. 
  • გასულ წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს პრემია არ მიუღია, თუმცა მის სახელზე გაცემულმა სახელფასო დანამატმა 43 902 ლარი შეადგინა. სამსახურის უფროსის გარდა, სხვა თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი არ გაცემულა. რაც შეეხება უფროსის მოადგილეებსა და სხვა თანამდებობის პირებზე დარიცხულ პრემიებს, მათი ოდენობა ჯამში 133 722 ლარია, ხოლო 13 365 თანამშრომელზე 5 759 315,5 ლარი.
  • საფინანსო ანალიტიკურმა სამსახურმა IDFI-ს 2013 წელს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია მოაწოდა, რადგან მოწოდებულია მხოლოდ ჯამური რაოდენობა, თანამდებობის პირებისა და თვეების მითითების გარეშე. ასევე, სრულად არ იქნა მოწოდებული გასულ წელს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვების შესახებ შეთანხმების ასლები, რადგან მოწოდებული არ არის სამსახურის წერილი გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობის შესახებ, და არ არის მოწოდებული ინფორმაცია ყველა შესყიდვის თაობაზე. 2013 წელს საფინანსო ანალიტიკურ სამსახურში აუდიტორული შემოწმება არ განხორციელებულა, ხოლო სამსახურის თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეულმა სამივლინებო ხარჯებმა 15 173.34 ლარი შეადგინა. 
  • თანამდებობის პირების 2013 წლის სამივლინებო ხარჯები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში კი ასე გამოიყურება:

- სააგენტოს დირექტორი - სულ 25 040.11 ლარი 

- დირექტორის პირველი მოადგილე - სულ 6 762.25 ლარი 

- დირექტორის მოადგილე - სულ 8 032.52 ლარი


ამ და სხვა საჯარო ინფორმაციას დეტალურად, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში, შეგიძლიათ გაეცნოთ www.opendata.ge -ზე.

 

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის განახლება IDFI-ს მიერ ყოველდღიურად ხდება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციით. მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებული ანალიტიკური სტატიები კი ინსტიტუტის განახლებულ ვებ-გვერდზე - www.idfi.ge -ზეა ხელმისაწვდომი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024