სამინისტროებიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი 14 %-ით შემცირდა

IDFI მედიაში 23 მაისი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად 2013 წლის ოქტომბერი -2014 წლის მარტის პერიოდში საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი 2012 წლის სექტემბერი -2013წლის ოქტომბრის მაჩვენებლთან შედარებით 14 პროცენტით  შემცირდა.

IDFI-მ ისევე როგორც 2012 წლის არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდში, მიმდინარე წელსაც 493 მოთხოვნით მიმართა 29 საჯარო დაწესებულებას, რომელთა შორის სამინისტროები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არიან. ორგანიზაცია თითოეულ უწყებას დაახლოებით 15 კითხვას უგზავნიდა და ითხოვდა ინფორმაციას ხელფასების, პრემიების სამივლინებო თანხების, ღონისძიებაზე დახარჯული თანხების და სხვა საკითხების შესახებ.

„კვლევის წინა პერიოდში, როდესაც ინფორმაცია ეხებოდა წინა ხელისუფლებას, გაიცემოდა საკმაოდ კარგად, ხოლო როდესაც ინფორმაციის გამოთხოვა უშუალოდ არსებული ხელისუფლების შესახებ დავიწყეთ, ინფრომაციის გაცემის მაჩვენებელმა 14 პროცენტით იკლო“, -აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა 23 მაისს კვლევის შუალედური ანგარიშის გამართულ პრეზენტაციაზე.

ამის მაგალითად მან ეკონომიკის სამინისტრო დაასახელა. 2012 წლის არჩვენების შემდეგ როდესაც ინფორმაცია სამივლინებო ხარჯებისა და პრემიების შესახებ გამოითხოვეს, სამინისტრომ თანამდებობის პირთა მითითებით დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, მაშინ, როდესაც მიმდინარე წელს მხოლოდ ჯამური რიცხვი გაუგზავნეს.

სწორედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს ყველაზე დიდი კლება ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. წინა პერიოდთან შედარებით, ამ უწყებამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 61 პროცენტით შეამცირა.

როდესაც IDFI0-მ 2013 წლის 12 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე წლის ყველაზე ღია და დახურული უწყებები დაასახელა, მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაციის გაცემის მაჩევენებელი ყველა უწყებას 100 პროცენტამდე უნდა გაეზარდა, ვინაიდან გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მათი მთავრობის პრიორიტეტი იყო. იმ დროს ინფორმაციის გაცემის მაჩვენებლი არჩევნებამდე პერიოდში 30 პროცენტით იყო გაზრდილი.

იმავე პრეზენტაციაზე თინა ხიდაშელმა განაცხადა: "რეალური ტესტი ახლა დადგება, როდესაც ახალი ხელისუფლების მიერ დახარჯულ თანხებზე, ჩვენ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე  მოითხოვთ ინფორმაციას". IDFI-მ მათ შესახებ ინფორმაცია მართლაც მოითხოვა და ხელმისაწვდომობაზე ჯამში 14 პროცენტიანი კლება დააფიქსირა.

მიუხედავად მთავრობის განცხადებებისა, რომ გამჭვირვალობა მათი პრიორიტეტია, კვლევამ აჩვენა, რომ 34 პროცენტით გაუარსედა იუსტიციის სამინისტროს მაჩვენებელიც. ეს ის უწყებაა, რომელსაც ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით წინა პერიოდში კარგი კარგი ჰქონდა და თავად ხელმძღვანელობს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის შექმნას.

ყველაზე მეტი, 20 პროცენტიანი ზრდა აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 19 პროცენტით გააუმჯობესა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მთავრობის კანცელარიამ.

ყველაზე დახურულ უწყებად შინაგან საქმეთა სამინისტრო რჩება. ინფორმაციის 100 პროცენტიანი გაცემით კი რეიტინგის სათავეში არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროები, აგრეთვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

IDFI საჯარო უწყებების რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს.  გიორგი კლდიაშვილის თქმით, ვრცელი კვლევა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსაც მოიცავს, რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნდება.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024