უსაფრთხო ინტერნეტის დღე

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 8 თებერვალი 2022

უკვე მე-19 წელია რაც ციფრული უსაფრთხოების კალენდარში 8 თებერვალი მონიშნულია, როგორც „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ (Safer Internet Day - SID).

 

„ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის“ - ინიციატივას გლობალური მასშტაბით უერთდებიან როგორც სახელმწიფო დაწესებულებები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები. უსაფრთხო ინტერნეტის დღის აღნიშვნის ფარგლებში ინიციატორები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ გასატარებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, რათა ინტერნეტი გახდეს უფრო უსაფრთხოდა დაცული სივრცე ყველასთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. მართლაც, ამ დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით 8 თებერვალს ხორციელდება ცნობიერების ამაღლების მასშტაბური კამპანიები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კიბერბულინგი და ვირტუალური შევიწროება, სოციალური ქსელების გამოყენება, ციფრული იდენტობა და ა.შ.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აღნიშნულ ინიციატივას ყოველწლიურად უერთდება. წელსაც, IDFI-ის ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი, ინტერნეტსაზოგადოების (ISOC Georgia) მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს განვითარებას ეძღვნება. პანელურ განხილვაზე თეონა ტურაშვილი ციფრული წიგნიერების გაზრდის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრებს.

 

ინტერნეტის თავისუფლება, ციფრული წიგნიერების გაზრდა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა IDFI-ის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ IDFI-ის ადვოკატირებისა და რეკომენდაციების შედეგად, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდავი გამოყენება აღიარებულ იქნა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებად. IDFI დღემდე აქტიურად განაგრძობს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგს, შეიმუშავებს ინტერნეტის უსაფრთხოდ მოხმარების სახელმძღვანელოებს/გზამკვლევებს (მაგალითისთვის, 2017 წელს შემუშავებულ იქნა ინტერნეტ უსაფრთხოების 10 წესი,  2018 წელს კი ინტერნეტ უსაფრთხოების გზამკვლევი), მართავს სამუშაო შეხვედრებს შესაბამის დაწესებულებებთან, ასევე, დაინტერესებულ მხარეებს აწვდის  რეკომენდაციებსციფრული უფლებების საკანონმდებლო გარანტიების გასაუმჯობესებლად.

 

გარდა ზემოჩამოთვლილისა, ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდა თაობის მხრიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე უსაფრთხო წვდომის ხელშეწყობისკენ მიმართულ აქტივობებს IDFI მრავალი წელია ახორციელებს. ციფრული წიგნიერების ამაღლების მიზნით, ორგანიზაციამ შეიმუშავა სხვადასხვა საინფორმაციო მასალა და ჩაატარა ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ასევე, მოამზადა ინტერაქტიული გზამკვლევი და ვიზუალიზაციები, სადაც მოცემულია მშობლებზე სპეციალურად გათვლილი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია.

 

ინტერნეტის უსაფრთხოდ და დაცულად მოხმარებას კიდევ უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობა პანდემიამ შესძინა. სკოლების დახურვით გამოწვეული დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლამ, ახალი გამოწვევების წინაშე, სხვა უამრავი ქვეყნის გვერდით საქართველოც დააყენა. სწორედ ამ კონტექსტში, IDFI­მ სხვადასხვა წყაროსა და მონაცემებზე დაყრდნობით, გაანალიზა ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ტენდენციები, ხელისუფლების მიერ ინიცირებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის სტატუსი, ასევე, მოსწავლეებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ტენდენციები.

 

პანდემიის ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა მშობლების ციფრული წიგნიერების გაზრდის აუცილებლობაც. მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად, IDFI-მ, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ­ მშობლები განათლებისთვის ­ თანამშრომლობით მოამზადა პრაქტიკული და ინფორმაციული ვიდეო ინსტრუქციები შემდეგ თემებზე:

 

ბავშვები და ონლაინ ვიდეო თამაშები

ბავშვები სოციალურ ქსელში

კიბერჰიგიენის 6 წესი

როგორ შევამციროთ ციფრული რისკები.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ჯანსაღი ინტერნეტ გარემოს შექმნისა და ციფრული წიგნიერების კუთხით ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების განხორციელებას სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024