გიორგი კლდიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეწყდა.
წინასასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციული სამართლის ნორმები დაარღვია.
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო, მათ შორის კლდიაშვილის ჩხრეკის ოქმიც.
კლდიაშვილს იარაღის კანონდარღვევით გადატანისთვის ბრალი ერთი თვის წინ წაუყენეს. აღმკვეთ ღონისძიებად მას ათას 500-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.
რუსთავი 2-ის სიუჟეტის სანახავად იხილეთ ბმული