რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 16 მაისი 2024

14 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველა ჩვენი წინაპრისა და თანამემამულისა, ვინც ორასზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კანონად ქცევამდე პრეზიდენტის ვეტო რჩება, რომელიც პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს.

 

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ქართველი ხალხი რუსულ კანონებს, ძალადობრივ მმართველობასა და დასავლური სამყაროსგან მოწყვეტას არ მივიღებთ. სრულად ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას. კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ. სწორედ ამ ძალადობისდა დასავლური ვექტორის შეცვლის შემაკავებელი კანონზომიერი შედეგი იქნება პერსონალური ფინანსური სანქციები, რომელიც მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესდებათ, ვინც ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა პირადი ინტერესი დააყენა.

 

ქართველი ხალხის ნება ურყევია. ჩვენი გემი ევროპისკენ დაძრულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს.

 

კი ევროპას!

არა რუსულ კანონს!

 

 

 

ა(ა) იპ “ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე”

ა(ა)იპ "ტოლერანტობის სამყარო"

ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განივითარების ფონდი

ა(ა)იპ ფარდაგები რაჭიდან

ა(ა)იპ შეხვედრის ადგილი დმანისი

ააიპ ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

ააიპ სოციალური საწარმო თავისუფალი სივრცე

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო განათლების ქსელი

ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი - ახალი თაობა

ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის

ახალგაზრდილი პლატფორმა - WETALK

ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი

ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი

ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია

ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი

დემოკრატიის ინსტიტუტი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

დემოკრატიის მცველები

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი

ევროპის ფონდი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

ეკო ცენტრი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

ვი2თექ ჯორგია

ვინტილატორი / Vintylator

ზ/სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

თემი ქედელი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

კავკასიის ეკომეწარმეთა ასოციაცია (CEA)

კომლი

ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა

მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში

მედია აპრილი

მედიაომბუდსმენი

მესხეთის სამოქალაქო საზოგადოება

მზიანი

მთისა - მთის განვითარებისთვის

მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)

მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი

მწვანე ალტერნატივა

ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი

ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის

პლატფორმა სალამ

რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი"

რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო

საზოგადოება და ბანკები

სათემო ფონდი ლელი

საინიციატივო ჯგუფი "მოძრაობა"

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" - RICDOG

სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი

სამოქალაქო იდეა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

საფარი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს გაეროს ასოციაცია

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოცისცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ევროპული ორბიტა

საქართველოს მომავლის აკადემია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

საქართველოს სასოფლო დარბაზი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი "ნაკრესი"

სოლიდარობის თემი

სოციალურ საწარმოთა ალიანსი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური საწარმო იკორთა

სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი

უფლებები საქართველო - Rights Georgia

ფემეა

ფემინა

ფონდი აურეს

ქალები საქართველოდან

ქალთა ასოციაცია “ვაკეთოთ ერთად"

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი

ქალთა სათემო რადიო WW

ქალთა ფონდი "სოხუმი"

ქვემო ქართლის მედია

ღია სივრცე კავკასია

ყვარლის ევროკლუბი

შშმ ქალთა ალიანსი

ჩემი იმერეთი

ჩემი ხარაგაული

ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის

ცოდნის კაფე

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

წერტილი

ჭკვიანი სოფელი საქართველო

Act 4 transformation's Caucasus Office 

CENN

HEKS+EPER Georgia

International Business Development and Investment Promotion Center

Mestia Lag

Potteria

ProActive Group Georgia

Promote Georgia

ProYouth Sakartvelo/პროიუზ საქართველო

Start now

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024