რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში

სიახლეები | კვლევები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ანალიზი 28 ნოემბერი 2022

კრემლის მავნე გავლენები საერთაშორისო დონეზე მრავალ ასპექტს მოიცავს, რომელშიც სამხედრო და პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკური და ინფორმაციული მიმართულებები არანაკლებ მნიშვნელოვანია. 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის უკრაინაში აგრესიული შეჭრისა და წამოწყებული ომის შემდეგ დაწესებული სანქციების უპრეცედენტო პაკეტის ფონზე საგანგებო მნიშვნელობა სწორედ ეკონომიკურმა ასპექტმა შეიძინა. რუსეთ-ევროპის ურთიერთობებს შორის კი განსაკუთრებული სიმწვავით ენერგეტიკულმა საკითხებმა წამოიწია წინ.

 

მიმდინარე ომისა და თანმდევი სანქციების პირობებში, ევროკავშირისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაა. აღნიშნული დინამიკა, ერთი მხრივ, დაწესებული სანქციების მიზნების მიღწევას უშლის ხელს და, მეორე მხრივ, შემოსავლის სტაბილურ წყაროს უქმნის რუსეთს აგრესიული ომის წარმოებისთვის. გარდა ამისა, ენერგეტიკული დამოკიდებულება სოციალურ მნიშვნელობას იძენს და შედეგი მოსახლეობისთვისაც შეიძლება გახდეს აქტუალური.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ენერგეტიკული სფერო სტრატეგიული მნიშვნელობისაა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და სტაბილურობისთვის. ამდენად, აუცილებელია სტრატეგიულ სფეროებში რუსული კაპიტალის წარმომადგენლობის ანალიზით განისაზღვროს ქვეყნის დამოკიდებულების დონე რუსულ ბიზნესზე. რუსული კაპიტალის საქართველოში შემოდინებას მნიშვნელოვანი სოციალ-ეკონომიკური შედეგები მოსდევს თან. მისი, როგორც მნიშვნელოვანი ინვესტორის ნორმალიზება კი საყურადღებო გავლენას ახდენს საზოგადოებაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულებასა და რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების აღქმაზე. ეკონომიკურ ასპექტს თან ერთვის ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანიებიც.

 

საკითხის სიმწვავეს ზრდის ის ფაქტიც, რომ რუსეთისთვის ენერგოდამოკიდებულების ბოროტად გამოყენება ჩვეული პრაქტიკაა (ჯერ კიდევ 2006 წლიდან მოყოლებული). რუსეთი საერთაშორისო არენაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებისთვის აქტიურად იყენებს ენერგორესურსებზე, განსაკუთრებით კი გაზზე დამოკიდებულებას. 2022 წელსაც, უკრაინის ომამდე რამდენიმე თვით ადრეც კი, შექმნილი ენერგოკრიზისის პირობებში, რუსეთი ბოროტად იყენებდა იმ ენერგეტიკულ ბერკეტს, რომელიც მას ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებით გააჩნდა. ამრიგად, რუსულ კაპიტალზე დამოკიდებულება ტენდენციურად პოლიტიკური მანიპულირების საგანი ხდება.

 

2022 წლის 3 ივნისს ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტი მიიღო, რომელშიც გათვალისწინებულია რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესება. სანქციები 2022 წლის 5 დეკემბრიდან აკრძალავს საზღვაო გზით რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს. მილსადენებით ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს სანქციები არ შეეხება, რათა უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეძლონ ნავთობის იმპორტირება, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებს აეკრძალებათ რუსული ნავთობპროდუქტების გადაყიდვა სხვა ქვეყნებზე.

 

IDFI-მ 2015 წელს გამოაქვეყნა ანგარიში „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“. აღნიშნული კვლევა იყო შედარებით ზოგადი ხასიათის და ფარავდა ბიზნესის, ფაქტობრივად, ყველა სექტორს. უკანასკნელ პერიოდში მომხდარი რადიკალური ცვლილებების გამო, აუცილებელია სათანადოდ შეფასდეს ამ გარდაქმნების გავლენა ქართულ ბიზნეს-სექტორზე და შეივსოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია ხსენებული საკითხის გარშემო. 2021-2022 წლების განახლებები ეკონომიკური სფეროების მიხედვითაა დაყოფილი. პირველ ეტაპზე IDFI-მ გამოიკვლია სატელეკომუნიკაციო, საბანკო სექტორი, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მინერალური წყლების მიმარ თულება. წინამდებარე ანგარიში შეეხება რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროს: ელექტროენერგიის, ნავთობისა და გაზის დარგებს.

 

ძირითადი დასკვნების შეჯამება:

 

- ნავთობის სექტორში რუსული პროდუქციის წილი გაზრდილია. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, მაისიდან ივნისის ჩათვლით, რუსული ნავთობის წილის ზრდამ ქართულ ბაზარზე 5% შეადგინა, შესაბამისად, ტენდენცია მზარდია.

 

- ბუნებრივი აირის სექტორში საქართველოში იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანიდან ხორციელდება. 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ გაზში გადახდილი თანხა სრული იმპორტირებული გაზის ღირებულების 22% იყო, 2022 წლის პირველ 6 თვეში კი 14,6%.

 

- 2022 წლის მაისის მონაცემებით რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილი 28%-ს შეადგენდა, რაც თითქმის 139 ათასი ტონა იყო. შესაბამისად, ერთი თვის მანძილზე რუსეთიდან იმპორტირებული ნავ თობის წილი 5%-ით გაიზარდა.

 

- ბაზარზე მზარდი იყო რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა და ის საერთო იმპორტის 64-65%ს შეადგენდა.

 

- სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან საწვავის იმპორტიორებს შორის არის ბაზარზე მოთამაშე ყველაზე მსხვილი 5 კომპანიიდან 4. ესენია: „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“, „ვისოლი“ და „სოკარი“.

 

- 2010-2022 წლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა რუსულ კომპანია „ლუკოილთან“, საავტომობილო საწვავის მიწოდებაზე, 3 ათასამდე ხელშეკრულება გააფორმეს. სულ ამ პერიოდში, სახელმწიფო უწყებებმა „ლუკოილისგან“ 200 მილიონი ლარის საწვავი შეიძინეს.

 

- რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის წილი საერთო იმპორტულ ელექტროენერგიაში არის 25% (252.2 მლნ.კვტ/ სთ). დანარჩენი მოდის აზერბაიჯანსა (60%) და თურქეთზე (15%).

 

/public/upload/Russian_Capital_in_Georgian_Business_2022_GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024