8 მაისს, „ფრონტლაინ კლუბში“ საინიციატივო ჯგუფმა პირველი კვლევა წარადგინა - „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“. ამის შესახებ მომზადდა ოთხი სატელევიზიო სიუჟეტი ტელეკომპანია მაესტროს, პირველი არხის, რუსთავი 2-ისა და მეორე არხის მიერ და გამოქვეყნდა არაერთი სტატია ონლაინ გამოცემის ვებგვერდებზე: საინფორმაციო სააგენტო - აქცენტი, მედიანიუსი, სამოქალაქო პრესა, პირველი ინფო, netgazeti.ge, editori.ge, PrimeTime, Imedi.FM, News.ge და Newposts.ge.
რუსთავი 2 თავის სიუჟეტში ყურადღებას ამახვილებს სფეროებზე, რომელთა მეშვეობით საქართველოში დიდი ოდენობით რუსული კაპიტალია შემოსული და რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა.
მაესტრომ გადაცემა ბიზნესკონტაქტში საკმაოდ ვრცლად გააშუქა აღნიშნული კვლევის შედეგები და მიზნები, მათზე სასაუბროდ სტუმრად მიიწვია IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და ესაუბრა კვლევის ავტორს, ნატა ძველიშვილს.
ინვესტიციების ზრდის ტენდენციასა და ქართულ ბიზნესში ახალი რუსული კომპანიების ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას მეორე არხი.
პირველი არხი ვრცელ ეთერს უთმობს კვლევასა და მის ავტორს, ნატა ძველიშვილს.
„ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია „სოფლის ნობათის“, „მობიტელისა“ და „ბილაინის“ მეშვეობით შემოვიდა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საინფორმაციო სააგენტო - აქცენტი.
„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში რუსეთიდან 66 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა და ამ მოცულობით რუსეთი საქართველოში შემოსულ პირდაპირ ინვესტიციებს შორის მერვე ადგილას დგას.“ - ვკითხულობთ მედიანიუსის სტატიაში.
სამოქალაქო პრესა კვლევაზე „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“ დაყრდნობით, მიმოიხილავს რუსეთის მფლობელობაში მყოფ იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ენერგო, თბო და ჰიდროელექტროსადგურებს ფლობენ.
პირველი ინფო , editori.ge და Imedi.FM კვლევის მიხედვით გამოყოფენ ნავთობბიზნესსა და წყალმომარაგებას იმ სფეროებს შორის, სადაც ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი რუსულ კაპიტალზეა დამოკიდებული.
Netgazeti.ge ვრცლად და სფეროების დაკონკრეტებით, კვლევაზე დაყრდნობით განიხილავს რუსული ფულის მსხვილ ინვესტიციებს საქართველოში.
PrimeTime IDFI-ის დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის ვრცელ კომენტარს გვთავაზობს კვლევის არსსა და მიზნებზე.
რაც შეეხება News.ge -სა და Newposts.ge -ს, ისინი ვრცლად მიმოიხილავენ კვლევას - „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“.