პარასკევს, 8 მაისს, 12:00 საათზე „ფრონტლაინ კლუბში“ (მის. ლადო ასათიანის ქ. #62) გაიმართება ახალი სამოქალაქო ინიციატივის პრეზენტაცია, რომლის მიზანია რუსული აგრესიის და პროპაგანდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია.
საინიციატივო ჯგუფის წევრები წარადგენენ კვლევას „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“, სადაც ნაჩვენებია თუ რომელ სექტორში და რა ფორმით არიან წარმოდგენილნი რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბიზნესში.
ასევე გაიმართება ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამედროვე და ისტორიული მოვლენების შესახებ. ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია რუსული იმპერიალისტური პროპაგანდის, სამხედრო ინტერვენციის, რეპრესიებისა და აგრესიის სხვა ღია თუ ირიბი ფორმების შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია l.beria@idfi.ge ანდ 2 921514
ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ
27.08.2025დამალული სასამართლო სტატისტიკა
04.08.2025