ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრებული

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები 26 იანვარი 2022

წინამდებარე კრებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებულ 10 მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აერთიანებს. მისი მიზანია მკითხველს გააცნოს პრეცედენტული სამართალი, არსებული რეალობისა და გამოწვევების შესაბამისად განვითარებული ახალი მიდგომები.

 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და მისი დღის წესრიგი ითვალისწინებს საქართველოში პერსონალური მონაცემების მაღალ დონეზე დაცვის უზრუნველყოფას, ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას სასამართლოების უახლესი პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

 

კრებულში განხილულ საქმეებში სასამართლოებმა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს: პოლიციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება; ფარული მეთვალყურეობა; მასობრივი მიყურადება; საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლებისგან და უცხოური დაზვერვის სამსახურებიდან მონაცემების მიღება; დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის კომუნიკაციების მონიტორინგი; ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავება; დამსაქმებლის მიერ ვიდეო მონიტორინგის განხორციელება.

 

კრებულში წარმოდგენილი პრეცედენტული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს როგორც იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების ცოდნის გაღრმავებას, ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის ინფორმირებულობას. საერთაშორისო პრაქტიკის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს საკანონმდებლო დებულებების ინტერპრეტაციას და მათ პრაქტიკულ გამოყენებას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით გამოყენებულ ღონისძიებებს მეტად ეფექტურს გახდის.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023