კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები COVID-19 კრიზისის დროს

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | ანალიზი 7 მაისი 2020

წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს საგანგებო მდგომარეობის დროს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე აანალიზებს შემდეგ ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებს: სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება/ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

 

არსებითად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს შენარჩუნებული იყოს ფუნდამენტური უფლებები და უზრუნველყოფილი იყოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, რადგან კრიზისის დროს აღმასრულებელი შტოსთვის გადაჭარბებული უფლებამოსილებების მინიჭებას შესაძლოა ხანგრძლივი არაპროპორციული გავლენა ჰქონდეს ადამიანების ცხოვრებასა და თავისუფლებაზე.

 

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, შეზღუდვებს უნდა ჰქონდეს დროებითი ხასიათი და უნდა გაგრძელდეს მხოლოდ იმდენ ხანს და ზუსტად იმ ფარგლებში, რასაც მდგომარეობის კრიტიკულობა განაპირობებს.

 

საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული რისკების გათვალისწინებთ, სასამართლოს საქმიანობაზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რისი უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობაა. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია სხდომების დისტანციური ჩატარებისას უზრუნველყოფილი იყოს პროცესების საჯაროობა.

 

შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინოა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მნიშვნელობა. ამასთან, მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს საჯარო ინფორმაციის გაცემა შეიზღუდოს არა ბლანკეტურად, არამედ მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მდგომარეობის კრიტიკულობა განაპირობებს.

 

დაბოლოს, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ნება მიმართული იყოს საგანგებო მდგომარეობით განპირობებული ადამიანის უფლებების შეზღუდვების შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულებისკენ, რათა ქვეყანაში კანონის უზენაესობას საფრთხე არ შეექმნას.

 

ვიზუალიზაცია

 

/public/upload/Sida/rule-of-law-and-human-rights.pdf

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024