მრგვალი მაგიდა – მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 აპრილი 2015

2015 წლის 6 აპრილს, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, გაიმართა მრგვალი მაგიდა – „მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში“.

 

მრგვალ მაგიდაზე მამხილებელთა დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ, მამხილებელთა დაცვის საკანონმდებლო რეგულირებასა და 2014 წელს კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებზე იმსჯელა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სანიკიძემ.

 

მამხილებელთა დაცვის საკანონმდებლო რეგულაციებში არსებული ხარვეზების და გამოწვევების აღმოფხვრა გაუმჯობესების მიზნით სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები და ხედვები წარმოადგინა IDFI–ს დირექტორმა – გიორგი კლდიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მამხილებელთა დაცვის მნიშვნელობაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში გათვალისწინებულ გეგმებზე.

 

“მამხილებელთა დაცვა ეს არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი მონაპოვარი. აუცილებელია მამხილებელთა დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმების გაძლიერება, მათი პრაქტიკაში სრულყოფილი იმპლემენტაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლება ამ საკითხზე“ განაცხადა IDFI–ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

 

IDFI ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღებს მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტთან დაკავშირებით საჯარო მოხელეთა გადამზადების პროცესშიც. ამ მიზნით ორგანიზაციის იურისტმა ნინო მერებაშვილმა გაირა ტრენერთა ტრენინგის სპეციალური კურსი ადმინისტრაციულ ორგანოთა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა სხვა 11 წარმომადგენლთან ერთად.

 

 იხილეთ ფოტოალბომი და ღონისძიების მედია გაშუქება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024