პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სტუდენტური კონფერენციის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 23 აგვისტო 2021

2021 წლის 19 აგვისტოს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში გამოვლენილი 15 საუკეთესო ესეს ავტორი დააჯილდოვეს და მათ სერტიფიკატები გადასცეს. 

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ სოფიო ჯიაძემ მიმართეს, რის შემდეგაც მონაწილეების დაჯილდოებისა და მათთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის გასაძლიერებლად, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და სტუდენტების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი 2021 წლის 14 მაისს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილე სტუდენტების ნაშრომები შეეხებოდა პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან თემას: 

 

- შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვას; 

 

- ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დაცვას;

 

- სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებას;

 

- მობილური აპლიკაციების მიერ პერსონალურ მონაცემების დამუშავებას;

 

- მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს;

 

- პერსონალური მონაცემების მედია საშუალებების მიერ დამუშავებას;

 

- პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

 

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ათეულობით სტუდენტმა მიიღო. მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ, 15 საუკეთესო ესეს ავტორი შეირჩა, რომელთა ნაშრომები ელექტრონული ჟურნალის სახით გამოიცემა. ამავდროულად, დასახელდა სამი საუკეთესო ესეს ავტორი. 

 

I ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა - ნათია მეფარიშვილმა მოიპოვა. მისი ესეს თემას სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება წარმოადგენდა. 

 

II ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტმა - თამარ მეხრიშვილმა დაიკავა, რომლის ესე მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს შეეხებოდა. 

 

III ადგილი მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს მარიამ გიორგაძეს, თემით - სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება. 

 

IDFI მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტების ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობას მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების გზით.

 

კონკურსი სტუდენტებისთვის პროექტ „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024