საკანონმდებლო ღიაობა და ღია მმართველობის პარტნიორობა - 2015 წლის მიმოხილვა და მზადება 2016 წლისთვის

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 ნოემბერი 2015

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინტერნეტ კონფერენცია 17 ნოემბერს გაიმართება სახელწოდებით ,,2015 წლის მიმოხილვა და მზადება 2016 წლისთვის: საკანონმდებლო ღიაობა და ღია მმართველობის პარტნიორობა." ინტერნეტ კონფერენცია 19:00 საათზე დაიწყება და 1 საათს გასტანს.


ინტერნეტ კონფერენციის სპონსორებს, OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფს მიაჩნიათ, რომ 2015 წელს, ღია მმართველობის პარტნიორობამ მრავალ ქვეყანაში შეუწყო ხელი საკანონმდებლო ღიაობის გაუმჯობესებას. ამჯერად კი, ინტერნეტ კონფერენციის მსვლელობისას განიხილება საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა.


ამასთანავე, ინტერნეტ კონფერენციის დროს საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფს შეეძლება წარმოაჩინოს საქართველოს პარლამენტის წვლილი საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა. ინტერნეტ კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ისაუბრებენ მათ თანამშრომლობაზე ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, განიხილავენ თუ რა აქტივობები განახორციელეს საქართვლოში საკანონმდებლო ღიაობის ხელშესაწყობად, რა იყო მათ მიერ განხორციელებული წარმატებული ნაბიჯები და რა გამოცდილება მიიღეს აღნიშნული თანამშრომლობიდან.


ღია მმართველობის პარტნიორობის ინტერნეტ კონფერენციაზე მომხსენებლები იქნებიან: გიორგი კლდიაშვილი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი და OGP-ის საქართველოს ფორუმის თანა-თავმჯდომარე, სკოტ ჰაბლი - ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მმართველობის პროგრამების დირექტორი (NDI, ჩილეს კონგრესთან ერთად არის ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის თანა-თავმჯდომარე) და ნინო ბერაძე - საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი.


OGP-ის ინტერნეტ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024