სახალხო დამცველის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის შედეგები: კანდიდატთა რეალური რეიტინგი

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 17 ოქტომბერი 2022

2022 წლის 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად მსურველ პირთა შეფასების შედეგები.  შედეგების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა, რამდენიმე მედია საშუალებამ სადაც წარმოდგენილი იქნაკანდიდატთა რეტინგიც.  აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ქულათა რეიტინგის შედგენისას არ იქნა გათვალისწინებული საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ კანდიდატის შეფასებისგან თავის შეკავების შემთხვევები.

 

კანდიდატის შეფასების წესის თანახმად,[1] თითოეული კანდიდატი შეფასდა ჟიურის 9 წევრის მიერ 4 კომპონენტის გათვალისწინებით.[2]  თითოეულ კომპნენტში ერთ კანდიდატი მაქსიმალური 10 ქულით ფასდებოდა. ამდენად, ერთი შემფასებლის მიერ ერთი კანდიდატისთვის მინიჭებული მაქსიმალური ქულა შეიძლებოდა ყოფილიყო 40 (4*10), ხოლო ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობა 360 (40*9).

 

გასათვალისწინებელია, რომ შეფასების წესმა, საკონკურსო კომისიას მისცა შესაძლებლობა თავი შეეკავებინა რომელიმე კანდიდატის შეფასებისგან ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმში. შეფასების წესის, მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, “თუ შეფასების სამუშაო ჯგუფის წევრს მიაჩნია, რომ მას არ აქვს კონკრეტული კანდიდატის რომელიმე კრიტერიუმის მიხედვით შეფასებისთვის საკმარისი ინფორმაცია, მას უფლება აქვს, თავი შეიკავოს აღნიშნული კანდიდატის ამ კრიტერიუმის მიხედვით შეფასებისგან. ასეთ შემთხვევაში რომელიმე კრიტერიუმის მიხედვით “კონკრეტული კანდიდატის შეფასებისგან თავის შეკავება არ შეიძლება განიმარტოს ამ კანდიდატის მიმართ შემფასებლის დადებით ან უარყოფით შეხედულებად”.

 

თავის შეკავების მაჩვენებელი კანდიდატების მიხედვით რადიკალურად განსხვავდება. სანიმუშოდ, ანა აბაშიძე საკონკურსო კომისიის ყველა წევრმა ყველა კომპონენტში შეაფასა, მაშინ როდესაც მაკა მინდიაშვილი 24 კომპონენტში არ შეფასებულა. ქულების მექანიკური დაჯამების შემთხვევაში მითითებული კანდიდატი ავტომატურად დაკარგავდა 240 ქულას.

 

 

აქედან გამომდინარე, შეფასების შედეგების რეიტინგის გამოთვლა მხოლოდ მიღებულ ქულათა დაჯამებით, ეწინააღმდეგება კანდიდატთა შეფასების წესის ჩანაწერს. წინააღმდეგობას განაპირობებს გარემოება, რომ ამგვარი დაჯამებით, თავის შეკავება ავტომატურად უდრის 0 ქულას - ყველაზე ცუდი შეფასების ექვივალენტს, მაშინ როდესაც კანდიდატი საერთოდ არ შეფასებულა. 

 

აქედედან გამომდინარე, კანდიდათა შედეგების რეიტინგის შედგენისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს რეალურად რამდენ კომპონენტში შეფასდა კანდიდატი, დაჯამდეს მხოლოდ შეფასებული კომპონენტები და წარმოდგენილი იქნეს საშუალო არითმეტიკული ქულა. სხვაგვარად, კანდიდატთა სარეიტინგო სიის შედგენისასას უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის კრიტიერიუმები, რომლებშიც კანდიდატი შეფასდა. წარმოდგენილი ანალიზი მიუთითებს, რომ კანდიდატთა შედეგების რეალური სარეიტინგო სია შემდეგნაირად გამოიყურება:

 

 

 

______

[1] “2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის 2022 წლის 14 სექტემბერის ბრძანების დანართი N1.

 

[2] იქვე. მესამე მუხლის, მე-3 პუნქტი. [კრიტერიუმი N1) კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია; კრიტერიუმი N2) მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა; კრიტერიუმი N3) სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა); კრიტერიუმი N4) პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში]

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024