აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მონიტორინგის შედეგები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 25 დეკემბერი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19 თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი“. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანია, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების და მის ფარგლებში ამოქმედებული სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის მონიტორინგი. წინამდებარე ანგარიში მოიცავს ფერმერების აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მონიტორინგის შედეგებს.

 

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყო  ფერმერების აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა. კერძოდ, პროგრამა ითვალისწინებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად მიყიდვას. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ამ პროგრამის ფარგლებში ფერმერები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, საბაზრო ფასთან შედარებით, დაახლოებით 1 ლარით იაფად შეიძენდნენ. საქართველოს მთავრობის გათვლებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით 200,000-მდე ფერმერი ისარგებლებს და დაახლოებით 40 მილიონი ლარის შეღავათს მიიღებს. 

 

კვლევის მიზანია აგროდიზელით ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შეფასება, მისი ამოქმედებიდან დაახლოებით ნახევარი წლის გასვლის შემდეგ.   ამ მიზნით, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული  პროგრამის შედეგების შესაბამისობა რეალურ მაჩვენებლებთან.  

 

ძირითადი მიგნებები

 

- აგროდიზელის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, გაცემულია 30,854,470  ლიტრი  დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი, საიდანაც ბენეფიციარებმა აითვისეს მხოლოდ 10,225,460 ლიტრი (33,1%).

 

- ყველაზე მაღალი ფასდაკლების შესაძლებლობა ფერმერებისთვის გათვალისწინებული იყო პროგრამის ამოქმედებიდან 10 დღის განმავლობაში და 1 ლარის ნაცვლად, შეადგენდა 74 თეთრს. 

 

- 2020 წლის 1 ივნისის შემდეგ, დიზელის საწვავზე გათვალისწინებული ფასდაკლების ოდენობა 25 თეთრიდან 65 თეთრამდე მერყეობს.

 

- პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა 1 ლარიანი ფასდაკლების ნაცვლად, დიზელი ავტოგასამართ სადგურებზე, საშუალოდ 45 თეთრიანი ფასდაკლებით, ხოლო ნავთობბაზებზე, საშუალოდ 55 თეთრიანი ფასდაკლებით შეისყიდეს.

 

- აგროდიზელის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პერიოდში ფასდაკლების მნიშვნელოვნად განსხვავებული მაჩვენებლები, განპირობებულია პროგრამის მიმწოდებელი კომპანიის შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ საბაზრო ფასებსა და სატენდერო ფასებს შორის არსებული დისბალანსით.

 

- 2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ფერმერების მიერ მიღებული შეღავათი შეადგენს დაახლოებით 4.6 მილიონ ლარს, რაც პროგრამის დასრულებამდე 1 თვით ადრე, 9-ჯერ ჩამოუვარდება მის საბოლოო მიზანს (40,000 მილიონამდე შეღავათი ფერმერებს).

 

- პროგრამის მიხედვით გათვალისწინებული იყო 200,000-მდე ფერმერის დახმარება, თუმცა შეთავაზებული ფასდაკლებით სარგებლობის ინტერესი პროგრამის I ეტაპზე  80,675 პირმა გამოთქვა, II ეტაპზე - 37,156-მა, ხოლო III ეტაპზე (30 ნოემბრამდე) - 6,021-მა.

 

კვლევაში განხილული  გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია ფერმერების მიერ პროგრამით სარგებლობის დაბალ მაჩვენებლებთან, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს პროგრამის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ფერმერების მიერ პროგრამისადმი დაბალი ინტერესის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, შესაძლებელია, განხილულ იქნას  პროგრამის მთავარი გზავნილის „1 ლარით იაფად ერთი ლიტრი დიზელი“  შეუსაბამობა რეალურ ფასდაკლების მაჩვენებლებთან.  

 

პროგრამის დასრულებამდე 1 თვით ადრე დამდგარი შედეგები, ერთი მხრივ, პროგრამის დაგეგმვისა და განხორციელებისას არსებულ პრობლემებზე მიუთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, აჩენს ეჭვებს ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში პროგრამის მასშტაბებისა და ეფექტიანობის შესახებ საზოგადოებაში გადაჭარბებული მოლოდინების ხელოვნურად შექმნის მცდელობაზე. აღნიშნულ მოსაზრებას ასევე ამყარებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პროგრამის შედეგების ამსახველი ციფრების იმ ფორმით წარმოჩენა, რაც საზოგადოებისათვის პროგრამის წარმატების შესახებ გადაჭარბებული წარმოდგენების შექმნას უწყობს ხელს.

 

IDFI მიიჩნევს, რომ მსგავსი რეალობასთან შეუსაბამო დაპირებები, ხელს უწყობს ფერმერებისათვის არასწორი მოლოდინების შექმნას, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნებს, ასევე სხვა მსგავსი პროგრამებისადმი არსებული ნდობის ხარისხს.  

 

/public/upload/Article/AgroDiesel.pdf

 

/public/upload/EU/agro_geo_onepager.pdf

 

მასალა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IDFI და იგი შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024