სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგები

სიახლეები | პუბლიკაციები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 5 ივლისი 2018

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ეფუძნება მცირე მთავრობის კონცეფციას, რაც სამთავრობო უწყებების შემდგომ გაერთიანება/ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვას ითვალისწინებს. სამთავრობო პროგრამა, ბიუროკრატიის შრომის ანაზღაურების ხარჯების მშპ-სთან მიმართებით 3,9%-მდე და სახელმწიფო ავტოპარკის მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას გეგმავს.


მცირე მთავრობის კონცეფციის და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გეგმის ფარგლებში საქართველოს სამინისტროების რიცხვის 14-დან 11-მდე შემცირება დაანონსდა. კერძოდ, სპორტისა და კულტურის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უქმდება და მის ფუნქციებს სამი სხვადასხვა სამინისტრო შეითავსებს. საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით საქართველოს მთავრობის ზომის ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებით არსებული გეგმით შემცირება 100-120 მილიონი ლარის ეკონომიას უზრუნველყოფს. თუმცა, ამ კონკრეტული სამინისტროების გაერთიანება/გაუქმებით ბიუროკრატიული აპარატის ზომის და მათზე გაწეული ხარჯების შემცირების მოსალოდნელი შედეგები უცნობია.


საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერს დაიწყო როდესაც, სამინისტროების რიცხვი 18 დან 14 მდე შემცირდა. ცვლილებების განხორციელებისას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვერ მოხერხდა დაკონკრეტება, თუ რა თანხის დაზოგვა იგეგმებოდა სამინისტროების გაუქმება/გაერთიანების შედეგად. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სამინისტროების გაერთიანების მიხედვით თანხები ტექნიკურად გადანაწილდა და ოპტიმიზაციის მოსალოდნელი შედეგები არ აისახა.


სამინისტროების რეორგანიზაციის შედეგად, ბიუროკრატიული ხარჯების ტენდენციების ანალიზი შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ხაზინის 2018 და 2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საწყისი 5 თვის მონაცემებით. ამასთან, IDFI-მ სამინისტროებიდან გამოითხოვა ბიუროკრატიული აპარატის და მათ ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია. ანალიზის შედეგად შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა:

 

- 2017 წლის დეკემბერში დაწყებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, 2018 წლის საწყისი 5 თვის განმავლობაში, ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია;

 

- 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, იმ სამინისტროებში, რომლებსაც 2017 წლის დეკემბერში შეეხოთ სტრუქტურული ცვლილებები, შრომის ანაზღაურების საერთო ხარჯები წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე იქნა შენარჩუნებული, ხოლო საქონელი და მომსახურების ხარჯები დაახლოებით 15 მილიონი ლარით გაიზარდა;

 

წყარო:  სახელმწიფო ხაზინა - 2018 წლისსახელმწიფობიუჯეტისიანვარ-მაისისანგარიშგება

 

- სამინისტროების გაერთიანების შედეგად, ცენტრალური აპარატების გარკვეულწილად შემცირებულმა საშტატო რიცხოვნობამ არ განაპირობა სამინისტროს შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირება. მაგალითად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ცენტრალური აპარატების საერთო საშტატო რიცხოვნობა 35 ერთეულით შემცირდა, თუმცა შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე შენარჩუნდა;

 

- 2018 წლის 5 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქონელი და მომსახურების ხარჯი 7,5 მილიონი ლარით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს - 5 მილიონი ლარით გაიზარდა;

 

- სამინისტროების გაერთიანების შედეგად გარკვეულწილად შემცირდა ავტოპარკის მოცულობა. აღნიშნული გამოიწვია ისეთი თანამდებობების (მინისტრი, მინისტრის მოადგილე) გაუქმებამ რომლებზეც განპიროვნებული იყო ავტომობილები;

 

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა IDFI-ს არ მიაწოდა მათი ბიუროკრატიული აპარატის ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. ამასთან, სამინისტროების 2018 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხები აღარ არის ხელმისაწვდომი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე. აღნიშნულმა გარემოებამ, მნიშვნელოვნად გაართულა როგორც განხორციელებული ისე დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ანალიზი.

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საწყისი 5 თვის შესრულების მაჩვენებლების ანალიზმა აჩვენა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული სამინისტროების გაუქმება/გაერთიანების შედეგად, ბიუროკრატიული ხარჯები არ შემცირდა, ხოლო გაერთიანების შედეგად ზოგიერთი უწყების შემთხვევაში, ბიუროკრატიულმა ხარჯებმა 2017 წელთან შედარებით პირიქით მოიმატა.

 

სამინისტროების გაერთიანების ანალიზმა აჩვენა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში ადგილი ჰქონდა უწყებების ფუნქციურ გაერთიანებას, რასაც ბიუროკრატიის ოპტიმიზაციასთან კავშირი არ ჰქონია.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2017 წლის დეკემბერში დაწყებული სამინისტროების რეორგანიზაციის პროცესი წინასწარი გათვლების გარეშე წარიმართა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ, დაპირების მიუხედავად, ვერ უზრუნველყო რეფორმის შედეგების შესახებ საზოგადოების თანმიმდევრული ინფორმირება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს “მცირე მთავრობის” კონცეფციის ფარგლებში სტრუქტურული რეფორმის მეორე ეტაპის მიზანშეწონილობის განსაზღვრას.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული სტრუქტურული ცვლილებებით იგეგმება არსებული ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, საზოგადოებისთვის სამწუხაროდ კვლავ უცნობია რეფორმის დეტალური ფინანსური გათვლები. შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია იმის განსაზღვრა, თუ რის ხარჯზე მოხდება ქვეყნის ეკონომიკაზე ბიუროკრატიული ტვირთის შემცირება.

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/general/results_of_government_optimization_geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024