IDFI სსიპ

განცხადებები 10 ოქტომბერი 2014

 

 

სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" დღეს გამოეხმაურა IDFI-ს სტატიას საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით. უპირველს ყოვლისა, დადებითად უნდა შეფასდეს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ იმ პროცესის დეტალურად აღწერა, რომელიც საფუძვლად დაედო საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმირებას საქართველოში. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციას.

 


კერძოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ჩვენს განცხადებაზე, მოეწოდებინათ ინსტიტუტისთვის ის კვლევები, მოხსენებითი ბარათები თუ სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებას, მოგვაწოდა საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულ დასკვნაში, სხვა ინფორმაციასთან ერთად, აღნიშნული არის ისიც, რომ პროექტში ექსპერტების მოწვევა კანონპროექტზე მუშაობის გვიანდელ ეტაპზე მოხდა (იხ.საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მიღებული ინფორმაცია, გვ.20)

 


ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან სრულ თანხვედრაშია სტატიაში მოცემული მოსაზრება იმის შესახებაც, რომ რეფორმის პროცესში ექპერტების რჩევები/შენიშვნები ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.

 


ამასთან, ინსტიტუტს დღემდე არ მისწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე იქნა შემუშავებული იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მომავალში განემარტება ფართო საზოგადოებას.

 


ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან დაახლოვებული ურთიერთობები ქმნის საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმირების აუცილებლობას. შესაბამისად საფუძველს მოკლებულია მითითება იმაზე, რომ ინსტიტუტი უარყოფს კონკრეტული რეფორმის ჩატარების აუცილებლობის კავშირს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესთან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირთან დაახლოებული ურთიერთობების ფონზე უდავოდ მნიშვნელოვანია ჩატარდეს საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმა საქართველოში, თუმცა ეს პროცესი გამკაცრების გარეშე უნდა წარიმართოს. გვინდა, ასევე, შევახსენოთ ყველა დაინტერესებულ პირს, ის რომ IDFI ვერ იქნება პასუხისმგებელი მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მედია საშუალებების მიერ ინტერპრეტირებაზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024