ვეხმიანებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 17 ოქტომბერი 2023

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს მიიღო დასკვნა, რომლითაც მმართველ პარტიას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ხელოვნური პროცესის გაგრძელების საშუალება მისცა. 

 

ჩვენი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ დასკვნაში ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი, რომელზე პასუხის გაცემაც აუცილებელი იქნებოდა არგუმენტირებული შეფასების გასაკეთებლად - პრეზიდენტის სადავო ქმედებები წარმოადგენდა თუ არა კონსტიტუციის დარღვევას. 

 

მიუხედავად ამისა, თუნდაც ჩავთვალოთ, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, კრიტიკას ვერ უძლებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, “კონსტიტუციის დარღვევის დადგენის” შემდგომ განვითარებული მსჯელობა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად უგულებელყო მისი როლი საიმპიჩმენტო დონის კონსტიტუციის დარღვევის საკითხის განსაზღვრისას.  კერძოდ, სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო ქმედების შეფასებისას თავისი ფუნქცია დააკნინა და თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა, შეეფასებინა პრეზიდენტის ქმედებების მართლწინააღმდეგობა საიმპიჩმენტო მიზნებისთვის. 

 

სხვაგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა და სრულად პოლიტიკურ შეფასებას დაუქვემდებარა ის, თუ რამდენად საკმარისი იყო კონსტიტუციის დარღვევის მნიშვნელობა ან/და ეფექტები. ამ თვალსაზრისით მან სრულად გაიზიარა მმართველი პარტიის მოსაზრება, რომ იმპიჩმენტის სამართლებრივ შემადგენლობას კონსტიტუციის ნებისმიერი დარღვევა ქმნის, ხოლო მისი სიმძიმის შეფასება მხოლოდ პარლამენტში ხმების რაოდენობას ებმის. 

 

ამით სასამართლომ დაადგინა სახიფათო პრეცედენტი, რომელიც არა მხოლოდ აკნინებს იმპიჩმენტის ინსტიტუტის მნიშვნელობას, არამედ ზრდის სახელმწიფო ორგანოთა სტაბილური ფუნქციონირების ხელშეშლის რისკებს და ასევე არსებითად აკნინებს იმ აპოლიტიკურ ინსტიტუტთა დამოუკიდებლობის გარანტიებს, რომლებზეც იმპიჩმენტი შეიძლება გავრცელდეს.  მარტივად, საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისგან საერთოდ არ განასხვავა კონსტიტუციის დარღვევის მნიშვნელობა სხვადასხვა კონსტიტუციური ინსტიტუტის მიზნებისთვის. ამავე დროს, იგივე სასამართლო ყოველწლიურად ათეულობით შემთხვევაში ადგენს კონსტიტუციის დარღვევას და ტექნიკურად ყველა ეს დარღვევა პარლამენტმა შეიძლება იმპიჩმენტის საფუძვლად აქციოს. 

 

ჩვენი მოსაზრებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა დაუსაბუთებელია და მნიშვნელოვნად აკნინებს საკონსტიტუციო სასამართლოს როლს იმპიჩმენტის სამართლებრივი კონტროლის სფეროში. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024