საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა

სიახლეები 6 დეკემბერი 2012

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  პროექტის - “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“ფარგლებში განხორციელებული კვლევები გამოაქვეყნა.


პროექტი  2012 წლის მარტიდან  მაისამდე ხორციელდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3)” მხარდაჭერით.


პროექტი მიზნად ისახავდა ადმინისტრაციული ორგანოების - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კონტროლის პალატა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები - გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის, შემდგომი მისი დანერგვის და ამ სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გზით.


მიზნის მისაღწევად რამდენიმე ამოცანა იქნა დასახული.


შესწავლილ იქნა ქართული სამიზნე სამთავრობო უწყებების  იდენტური უცხოური სამთავრობო ინსტიტუტები. აქცენტი გაკეთდა პროაქტიული გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებზე: ამერიკის შეერთებული შტატები,  დიდი ბრიტანეთი/შოტლანდია და ესტონეთი. შეფასდა საჯარო დაწესებულებების ელექტრონულ რესურსებზე  გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის შინაარსი და მათი განთავსების ფორმა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ასევე განახორციელა საჯარო დაწესებულებებში შესული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებისა და მათ მიერ წარდგენილი 10 დეკემბრის ანგარიშების ანალიზი. საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების დასადგენად IDFI-მ გამართა ფოკუსირებული დისკუსიები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან. მომზადდა სტატისტიკური  ანგარიში და  სამართლებრივი კვლევა ინფორმაციის თავისუფლების სფეროში საქართველოში და საერთაშორისო დონეზე არსებული კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.


პროექტის ფარგლებში მომზადებული  კვლევები უკვე ხელმისაწვდომია IDFI-ის ვებ-გვერდზე:

 

ინფორმაციის თავისუფლება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა - შედარებითი ანალიზი

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების სტატისტიკური კვლევა

 


 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024