საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა, საქართველოს კონტროლის პალატა (სახელმწიფო აუდიტის სამსახური) - საქართველო, დიდი ბრიტანეთი (შოტლანდია), ამერიკის შეერთებული შტატები, ესტონეთი - შედარებითი კვლევა.
ავტორები: ლევან ავალიშვილი, მარინე კეჭაყმაძე, თამარ იაკობიძე, თეონა ტურაშვილი, გიორგი კლდიაშვილი
რედაქტორი: ლევან ავალიშვილი
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) პროექტის - “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“ ფარგლებში განხორციელებულ საქართველოსა და საერთაშორისო (შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო/შოტლანდია, ესტონეთი) პრაქტიკის და კანონმდებლობის შედარებით ანალიზს.
პროექტი “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“ IDFI -მ განახორციელა (2012 წლის მარტი-მაისი) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3)” მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავდა ადმინისტრაციული ორგანოების (საქართველოს იუსტიციის სამინსიტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კონტროლის პალატა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა) გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის, შემდგომი მისი დანერგვის და ამ სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გზით.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა, საქართველოს კონტროლის პალატა (სახელმწიფო აუდიტის სამსახური) - საქართველო, დიდი ბრიტანეთი (შოტლანდია), ამერიკის შეერთებული შტატები, ესტონეთი - შედარებითი კვლევა.