საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის რეიტინგები - გამოწვევა საქართველოს მედია სექტორისათვის

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 17 აპრილი 2014

ავტორი: უჩა სეთური

 

დღეს მოქმედი სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის პრობლემებად და მთავარ გამოწვევებად შესაძლოა განისაზღვროს შემდეგი საკითხები:

 

  • ბაზრის და ტერიტორიის (მაყურებლის) არასრული დაფარვა - მოსახლეობის დაახლეობით 55% არ ცხოვრობს მცირე და დიდ ქალაქებში. აღსანიშნავია, რომ ევროპული მაუწყებლების ასოციაციის რეკომენდაციებიც ტერიტორიის მაქსიმალურ მოცვას ადგენს. იმ დროს როდესაც ქალაქების მაყურებლის რეიტინგები განსაზღვრავს რეგიონული და ადგილობრივი მედიის მდგომარეობას, ეს მონაცემი, სულ მცირე, არ შეიძლება სარწმუნო იყოს და ამ კუთხით სასურველია გათვალისწინებული იყოს თუნდაც უკრაინის მაგალითი.
  • აუცილებელია ინტერნეტის, რადიოს და ბეჭდური მედიის ჩართვა ამ პროცესში. 
  • აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს პანელის შერჩევის მეთოდოლოგიის მაქსიმალური გამჭვირვალობა, ისევე როგორც ნდობის ჯგუფის შექმნა, რომელიც ისარგებლებს ბაზრის ყველა მოთამაშის სრული მანდატით და მოახდენს რეკრუტირების პროცესის ზედამხედველობას.
  • პანელის შესარჩევი მეთოდოლოგიის შეფასებისათვის დარგის ყველა აქტორის ინტერესების გათვალისწინება, პროცესში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩართულობა, მათი გაერთიანება ერთ არაკომერციულ იურიდიულ პირში ან სხვა ფორმაში, რომელიც დაამტკიცებს "თამაშის წესებს", ამ პირობებით კონკურსის გამოცხადება და ყველაზე მომგებიანი და საუკეთესო მოდელის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის შერჩევა.
  • გაზომვაში ჩართული არაუმეტეს 600 ცალი ფიფლმეტრი, რომელიც 6 დიდი ქალაქის მონაცემებით ქმნის წარმოდგენას ეროვნულ აუდიტორიაზე და მათ შორის იმ რეგიონებზეც, რომლებიც ეთნიკურად და ფინანსურად მრავალფეროვანია და განსხვავებული თვისობრიობით ხასიათდება. აუცილებლია, რომ შეფასდეს რეგიონების მოსახლეობის მოთხოვნილებებიც, ისევე როგორც ეთნიკურად არაქართველებით დასახლებული რეგიონების რეიტინგებიც; 
  • არსებული მონაცემების შესაბამისად, გაზომვას ექვემდებარება მხოლოდ სახლის პირობებში არსებული ტელეყურებადობა, მაშინ როდესაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანი ანუ შემოსავლიანი ნაწილი, დროის საკმაოდ მცირე ნაწილს ატარებს ტელევიზორთან და ინფორმაციის და გართობის (დასვენების) მთავარ საშუალებად არა ტელევიზორს, არამედ ინტერნეტპლატფორმას და იქ განთავსებულ კონტენტს ანიჭებს უპირატესობას. ვფიქრობთ, რომ ინტერნეტი და ინტერნეტ პლატფორმაზე დაფუძნებული მაუწყებლობის აუდიტორიის გაზომვა ასევე მნიშვნელოვანია და უსათუოდ უნდა განხორციელდეს;
  • გაზომვის მიღმაა მცირე ზომის მედიასაშუალებები, რომლებიც შესაძლოა, ვერ ქმნიან ამინდს სარეკლამო ბაზარზე, თუმცა რეიტინგების გარეშე აღნიშნულ ციკლში მათი ჩართვა შეუძლებელია და შესაბამისად, მათ უჭირთ თავის დაცვა პოლიტიკური და ფინანსური გავლენისაგან. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქართული მედიის სატელევიზიო რეიტინგები იზომება მხოლოდ თბილისის და ხუთი რეგიონული ქალაქის მასშტაბით. ეროვნული დაფარვა აქვს რუსთავი 2-ს, იმედს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, ხოლო ადგილობრივი ტელევიზიებიდან მაგალითისათვის, საინტერესოა მაესტრო და კავკასია, რომლებიც მხოლოდ თბილისში ვრცელდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეიტინგების დათვლაში გამოიყენება არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს მთელი არეალის პარამეტრი, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის 55%-მდე ამ ქალაქებში არ ცხოვრობს.

 

კვლევა გამოქვეყნებულია რედაქტირებული სახით, "თი ვი ემ არ საქართველოს" შენიშვნების საფუძველზე შესწორებულია პირვანდელ ვარიანტში არსებული უზუსტობები. კვლევას თან ერთვის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" განცხადება.

/public/upload/pdf/Research/TV Audience MEsuarment .pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024