თავისუფლების ქარტია და ლუსტრაციის საერთაშორისო პრაქტიკა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 4 თებერვალი 2014

ავტორი: სალომე ჩუხუა

ლუსტრაციის პროცესი პოსტ-საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. საქართველოში, მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ლუსტრაციის ელემენტების მქონე კანონი შემუშავდა  მხოლოდ 2007 წელს, თუმცა ის  2011 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ორი წლის შემდეგ, 2013 წელს კი, კანონის რეალურად ამუშავების მიზნით, მასში შესატანად რამდენიმე ცვლილება მომზადდა. 

 

“თავისუფლების ქარტია”  სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება - ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტი, ლუსტრაცია და საბჭოთა სიმბოლიკების აკრძალვა. კანონი ითვალისწინებს თანამდებობრივი შეზღუდვების დაწებას იმ პირებისთვის, რომლებიც კავშირში იყვნენ საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურებთან 1989 წლის 9 აპრილამდე. კანონის მიხედვით, რეჟიმთან კავშირში მხილებული პირების სია არ იქნება საჯარო და ის მხოლოდ სპეციალური კომისიისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა შექმნილიყო, თუმცა, მიუხედავად ამ პირობისა, კომისია, დღეის მდგომარეობით, კვლავ არ არის შექმნილი.

 

2013 წლის 25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა კანონპროექტები „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, „თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­ტი­ის“ პირველი მუხლი ყალიბდება განსხვავებული რედაქციით,  მე­ო­რე მუხლს „ე“ ნა­წი­ლი ემა­ტე­ბა, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტურ ტო­ტა­ლი­ტა­რულ სიმ­ბო­ლი­კას გან­მარ­ტავს. ცვლი­ლე­ბე­ბი „თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­ტი­ის“ მე-7 მუხ­ლ­საც შე­ე­ხე­ბა, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში კო­მი­სი­ის შექ­მ­ნის სა­კითხს არე­გუ­ლი­რებს. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი კო­მი­სი­ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­საც ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით აყა­ლი­ბებს. სწორედ ეს კო­მი­სია წყვეტს, რო­მე­ლი ძეგ­ლი ან ბა­რე­ლი­ე­ფი წარ­მო­ად­გენს საბ­ჭო­თა ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის, კო­მუ­ნიზ­მის ან ფა­შიზ­მის სიმ­ბო­ლოს და დად­გე­ნი­ლი წე­სით მა­თი აღ­მოფხ­ვ­რის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რი კო­მი­სი­ის მი­თი­თე­ბას არ შე­ას­რუ­ლებს, ეს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს. პირველ ეტაპზე, მოხდება დამრღვევის გაფრთხილება, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ კი გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

 

აღსანიშნავია, რომ თუ­კი დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი და­ირ­ღ­ვე­ვა, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თ­ლოს­თ­ვის მი­მარ­თ­ვის უფ­ლე­ბა არა მხო­ლოდ კო­მი­სი­ას, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ცე­მა. კანონპროექტის ძირითადი არსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1481-2006 და 1096-1996 რეკომენდაციების გათვალისწინება და საქართველოს კანონმდებლობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან დაახლოებაა.

 

საქართველოში ლუსტრაციის პროცესი საკმაოდ დაგვიანებულია, თუმცა ყოფილი კომუნისტური ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებისა და კანონის ეფექტური იმპლემენტაციის შემთხვევაში, შესაძლოა მალე დაიძლიოს ის სირთულეები, რაც ამ პროცესის დაწყებას ახლავს. აუცილებელია აგრეთვე ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ტოტალიტარულ სიმბოლოებთან ბრძოლისა და ლუსტრაციის მიდგომებიც. ზოგადად, პრობლემას საქართველოში ქმნის, ერთი მხრივ, ლუსტრაციის დაგვიანებული პროცესი (საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელზე მეტია გასული) და, მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ საქართველოს არქივებში მხოლოდ ნაწილობრივ არის შესაძლებელი იმ მასალების მოძიება, რომელიც უზრუნველყოფდა ლუსტრაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვას. სამწუხაროდ, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების არქივის ნაწილობრივმა განადგურებამ სამოქალაქო ომის პერიოდში, აგრეთვე, მოსკოვის მიერ შესაბამისი აგენტურული მასალების ჩვენი ქვეყნიდან გატანამ, ძალზე მწირი საშუალება დაგვიტოვა იმისთვის, რომ ეს პროცესი სრულყოფილად წარიმართოს. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონი არის პირველ რიგში ქვეყნის განაცხადი ტოტალიტარული მსოფლმხედველობისგან განრიდებისა და საბჭოთა კავშირის, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის აღიარებისკენ. ეს კი ნამდვილად აუცილებელია ჩვენი უახლესი ისტორიისა და წარსულის გადაფასებისთვის. 

 

/public/upload/pdf/Research/Freedom_Charter.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024