თანამდებობის პირთა შემოსავლების დინამიკა ყოველწლიურად იზრდება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 20 თებერვალი 2012

ივლისი, 2012

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

 

საქართველოს თანამდებობის პირთა შემოსავლები, რომელთაც ისინი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან იღებენ, წლიდან წლამდე მატულობს. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს მათ მიერ შევსებული დეკლარაციების ანალიზი გვაძლევს. ინსტიტუტის ვებ-გვერდზე (www.idfi.ge), ბლოკში -  თანამდებობის პირთა შემოსავლები, განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდიდან მოპოვებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები. დეკლარაციებში მითითებული მონაცემების მიხედვით, თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია სისტემატიურად ახლდება. ვებ-გვერდზე განთავსებული ცხრილი საშუალებას იძლევა მიიღოთ ინფორმაცია მინისტრების, მათი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, გუბერნატორების და სხვა თანამდებობის პირთა წლიური ანაზღაურების, ყოველთვიური საშუალო შემოსავლის, დანამატებისა თუ პრემიის სახით მიღებული თანხების ოდენობების შესახებ. www.idfi.ge -ზე 2011 წლის დეკლარაციები ახალი 2012 წლის დეკლარაციებით შეიცვალა. ინსტიტუტმა ამავე დროს ჩაატარა 2010, 2011 და 2012 წლების ქონებრივი დეკლარაციების შედარებითი ანალიზი. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ 2012 წელს თანამდებობის პირთა მიერ სამუშაოს შესრულებით მიღებული ანაზღაურება გაცილებით მაღალია წინა წლებში მათ მიერ დეკლარირებულ შემოსავლებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების ზრდა არ მომხდარა ხელფასების მატების ხარჯზე და ეს თანხები მაღალჩინოსნებს სავარაუდოდ პრემიების, სამივლინებო ან/და სახელფასო დანამატების სახით დაერიცხათ.

 

ანალიზის ძირითადი შედეგები

 

თანამდებობის პირთა ყოველთვიური სარგოები განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 იანვრის #43 ბრძანებულებით . პრეზიდენტის ხელფასი 4 720 ლარია, რაც წლიურად 56 640 ლარს შეადგენს; პრემიერ მინისტრის - 4 250 ლარით (წლიური - 51,000 ლარი), ქალაქ თბილისის მერის 3 540 ლარით (წლიური 42,480 ლარი). ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა მინისტრებისთვის 3.540 ლარით - წლიური 42 480 ლარი, მინისტრის პირველი მოადგილისთვის - 2.950 ლარით (წლიური -35 400), მინისტრის მოადგილეებს თვეში 2.720, წლიურად კი 32 640 ლარი ერგებათ. დეკლარაციებში თანამდებობის პირების მიერ მითითებული შემოსავლები გაცილებით აღემატება მოცემულ თანხებს. დანამატის ან/და პრემიის სახით არანაირი თანხა არ მიუღია სქართველოს პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილმა 2010 – 2011 წლებში 56 640 ლარის ოდენობის, ხოლო 2009 წელს დეკლარაციის თანახმად 59 000 ლარის ოდენობის თანამდებობრივი სარგო მიიღო. აქედან პრემიის წილი მხოლოდ 2 360 ლარია. ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ 2011 წელს მიღებული შემოსავალი 95 400 ლარით განისაზღვრა. 2010 წლისთვის კი მის მერ დეკლარირებულ იქნა 92 362 ლარი. მერის შემოსავალმა 2009 წელს 93 456 ლარი შეადგინა. მინისტრებს შორის 2011 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ოდენობით შემოსავალი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მიიღო. მისი შემოსავალი122 400 ლარით განისაზღვრა. ოდნავ ნაკლებია კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას მიერ დეკლარირებული თანხა - 121 400 ლარი, მომდევნო ადგილებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ინაწილებენ 109 740 და 105 532.74 ლარის ოდენობის შემოსავლებით. ეს თანხები ბევრად აღემატება მინისტრების მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისთვის წინა წელს მიღებულ შემოსავლებს.

 

თანამდებობის პირების დეკლარირებული შემოსავლები წლების მიხედვით

 

 

 

 

ჩარტებიდან კარგად ჩანს შემოსავლების ზრდის ტენდენცია წლების მიხედვით და შესაბამისად პრემიალური თანხების მატებაც;

 

 

 

 

 წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალია პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის მიერ 2011წელს თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის განხორციელებისთვის მიღებული ანაზღაურება. მარტო პრემიის ან/და დანამატის სახით გილაურმა 2011 წელს 101 150 ლარი მიიღო, რამაც ხელფასთან ერთად 152 150 ლარი შეადგინა, 2010 წლის მონაცემებით 126 241 - ლარი, 2009 წელს კი  - 73 789;

2011 წელს 103 142 ლარი მიუღია მთავრობისკანცელარიისუფროსს დავით კერესელიძეს. 2010 წელს  კი მის მიერ დეკლარირებულმა შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე 93 561 ლარი შეადგინა. 

ერთადერთი  მინისტრი, რომელმაც სამუშაოს შესრულებისთვის 2009 -2011 წლებში მხოლოდ კანონით განსაზღვრული ხელფასი  აიღო იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილია.

სამაგიეროდ 67 763.75 ლარი მხოლოდ დანამატის/ან პრემიის სახით აქვს მიღებული იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს თინა ბურჯალიანს, მის მიერ დეკლარაციაში მითითებული თანხა 103 163.73 ლარს შეადგენს, რაც ცოტათი ნაკლებია წინა წლის შემოსავალზე. 2010 წელს ბურჯალიანს სამუშაოს შესრულებისთვის 108 900 ლარი მიუღია 2009 წელს კი  95 550 ლარი.

ზოგადად მინისტრების დეკლარირებულ შემოსავლებს  გაცილებით აღემატება მათი  მოადგილეების  მიერ სამუშაოს შესრულებისთვის მიღებული ანაზღაურება. 2011 წლის მონაცემებით  ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოადგილეების სიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე ლიდერობს 113390.4 ლარით, თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას შემოსავალი კი 57 400 ლარს შეადგენს. 102 200 ლარი მიუღია ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილს, ხოლო შემდეგ ადგილებს ენერგეტიკის მინისტრისმოადგილე ნინო ენუქიძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი ინაწილებენ; მათ ანგარიშებზე 99 480.87 და 95 997.75 ლარი ირიცხება. 

 

მინისტრების მოადგილეების შემოსავლები

 

 

 

მინისტრების მოადგილეების შემთხვევაშიც, შემოსავლების დიდი ნაწილი პრემიებზე/დანამატებზე მოდის:

 

 

 

2011 წელს ასევე გაიზარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე თანამდებობის პირთა შემოსავლები. ყველაზე დიდი თანხა - 81 115 ლარი სამუშაოს შესრულებისთვის  2011 წელს  პრეზიდენტის უკვე ყოფილმა მრჩეველმა -  ნატალია ყანჩელმა მიიღო. მის მიერ 2010 წელს მიღებულმა შემოსავალმა კი 76 640 ლარი შეადგინა.

პრეზიდენტის მრჩეველმა ალანა გაგლოევამ 2011 წელს სამუშაოს შესრულებისთვის 54 775 ლარი მიიღო, 2010 წელს -  44 294, ხოლო 2009 წელს - 36 000; პრეზიდენტის სხვა მრჩევლების წლიურმა შემოსავალმა 2011 წელს  37 ათასამდე ლარი შეადგინა. 2010 წელს  პრეზიდენტის  ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სუფროსმა ხათუნა ნუცუბიძემ სამუშაოს შესრულებისთვის 32 217.18 ლარი მიიღო, ხოლო 2011 წელს - 41 770;

 

პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა

დეკლარირებული შემოსავლები წლების მიხედვით

 

 

 

პარლამენტის წევრთა 2011 წლის დეკლარაციებში მითითებული თანხებიც ბევრად აღემატება მათთვის განსაზღვრულ წლიურ ხელფასს და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის დადგენილ დანამატებს.
სქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 2012 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით 94 305.5 ლარი მიიღო, აქედან პრემიის წილი დაახლოებით 41 ათასამდე ლარია. 2011 წლისთვის კი მის მიერ დეკლარირებულ იქნა 91 832 ლარის ოდენობის შემოსავალი.

ხელფასთან ერთად პრემიებს/დანამატებს იღებენ პარლამენტის ფორმალური წევრებიც. შალვა ნათელაშვილის წლიურმა შემოსავალმა 2010 წლისთვის 67 111 ლარი შეადგინა, ხოლო 2011 წელს მან  დეპუტატის უფლება-მოვალეობის  პარლამენტს გარეთ განხორციელებისთვის 67 110 ლარი მიიღო.
კომიტეტის თავმჯდომარეებს შორის 2010 წლის მსგავსად სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით დარჩიაშვილი ლიდერობს. მან 2011 წელს 77 9959.5 ლარი მიიღო რაც აღემატება მის მიერ 2010 წელს დეკლარირებულ  72 082.49 და 2009 წელს დეკლარირებულ 65 076 ლარს. 2010 წელთან შედარებით გაიზარდა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ბალავაძის  თანამდებობრივი შემოსავალი 2010 წელს მის მიერ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე  მიღებულმა შემოსავალმა 46 896.88 - 2011 წელს კი 69 049.5 ლარი შეადგინა.

პარლამენტის წევრთა შემოსავლები

 

 

 

 

2010 წელს დეკლარირებულ თანხებს  აღემატება ასევე  ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარის - ლაშა თორდიას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის - ზურაბ მელიქიშვილის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის - გიორგი მელაძის და ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის - პეტრე ცისკარიშვილის მიერ 2011 წელს დეკლარირებული შემოსავლები.
საქართველოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირმა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, გურამ   ჩალაგაშვილმა 2011 წელს წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი შემოსავალი 264 000 ლარი მიიღო. 2010 წელს მის ანგარიშზე თანამდებობრივი შემოსავალი 241 615.8  ხოლო 2009 წელს 177 833 ლარი ირიცხებოდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის დეკლარაცია ჯერ -ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.

რაც შეეხება გუბერნატორებს, მათი დეკლარირებული შემოსავლები 2011 წელსაც გაცილებით მეტია კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოებზე. 73 700 ლარია კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის დეკლარირებულ შემოსავალი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ლაშა ჭკადუას  სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი 70 800 ლარით განისაზღვრა. წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 2011 წელს  58 880 ლარი შეადგინა,  ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის შემოსავალმა.  იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ დეკლარაციების თანახმად  სამუშაოს შესრულებისთვის 2010 წელს 41 685, ხოლო 2011 წელს 47 200 ლარი მიიღო.

 


სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024