IDFI-ის მოსაზრებები სემეკის კომპლექტაციასთან დაკავშირებით

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 6 ივნისი 2013

ავტორი: უჩა სეთური

 IDFI-ის მოსაზრებები სემეკის კომპლექტაციასთან დაკავშირებით 

 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით (უკვე განხილულია მეორე მოსმენით) იხილავს ცვლილებების პაკეტს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში, რომლის ინიციატორიც არის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, სემეკის კომპლექტაცია ნაცვლად პრეზიდენტისა მოხდება პრემიერ-მინისტრის მიერ. IDFI-ის მიაჩნია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი ცვლილებები არ უნდა ხორციელდებოდეს ფორსირებული გზით საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ შეთავაზებული ცვლილება შინაარსობრივად არ აღმოფხვრის სამართლებრივ რისკებს. აქედან გამომდინარე IDFI-ი აქვეყნებს  ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების საკუთარ ხედვას.

 

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის  შესაბამისად, დამკვიდრებულია არასწორი პრაქტიკა. მე-6 მუხლის შესაბამისად, კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ყველზე არასასურველ რეგულაციას წარმოადგენს ის გარემოება, რომ კომისიის წევრის კანდიდატურას წარადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა დაინიშნოს ექვსწლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ნიშნავს ახალ წევრს დარჩენილი ვადით. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, უნდა მოხდეს პრეზიდენტის ჩანაცვლება პრემიერ-მინისტრით, რაც უკეთესია ინსტიტუციურად (როგორც პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი) ვიდრე პრეზიდენტის კომპლექტაციის წესი, თუმცა მიგვაჩნია, რომ არასწორია პრემიერ მინისტრისთვის, როგორც აღმასრულებელი უფლებამოსილების მქონე თანმდებობის პირისთვის, ერთპიროვნულად, მერეგულირებელი ორგანოს წევრის დანიშნვნის უფლებამოსილების მინიჭება. უკეთეს ალტერნატივად მიგვაჩნია მარეგულირებელი კომისიის კომპლექტაციისას გაიზარდოს საკანონმდებლო ორგანოს როლი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024