ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

სიახლეები 7 ივნისი 2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელზეც ვრცელდება რუსული კანონი აქვს შესაძლებლობა გახდეს ამ ბრძოლის ნაწილი და შემოგვიერთდეს.

 

ვემზადებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელისა და საჩივრის წარსადგენად. ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელზეც ვრცელდება რუსული კანონი აქვს შესაძლებლობა ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს.

 

თუ გსურთ იყოთ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსა ან/და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  აუცილებელია შეავსოთ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნის ელექტრონული განაცხადი.

 

განაცხადის ბმული: https://forms.gle/zE8YWo64mzX8wonH9; განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 15 ივნისი, 2024 წელი.


 
 
სასარგებლო  ინფორმაცია განაცხადისა და მასში დასმული კითხვების შესახებ:

 

განაცხადის ელექტრონული ფორმა არის მხოლოდ ორგანიზაციებისთვის, და არა ფიზიკური პირებისთვის;

 

განაცხადის შესავსებად აუცილებელია მოწყობილობაში, რომლითაც ავსებთ განაცხადს, გახსნილი გქონდეთ gmail-ის ანგარიში;

 

განაცხადში მოგეთხოვებათ ორგანიზაციის განახლებული ამონაწერის ატვირთვა  (ამ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ ამონაწერი და არა სხვა ორგანიზაციული დოკუმენტაცია); (ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10mb-ს)

 

განაცხადი მოგთხოვს აირჩიოთ სასამართლო, სადაც გსურთ თქვენი ორგანიზაციის ინტერესების დაცვა (საკონსტიტუციო ან/და ე.წ. სტრასბურგის სასამართლო). შეგიძლიათ აირჩიოთ ორივე სასამართლო;

 

საკონტაქტო პირად/პირებად მიუთითეთ ადამიანები რომლებთანაც კომუნიკაციას გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი დახმარების გუნდი;

 

მხოლოდ განაცხადის შევსება და გამოგზავნა არ იქნება საკმარისი თქვენს დასახმარებლად. უახლოეს მომავალში, საჭირო იქნება დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოწოდება. აღნიშნულის შესახებ, დავუკავშირდებით განაცხადში თქვენს მიერ საკონტაქტო პირებად მითითებულ ადამიანებს.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024