IDFI-ს წარმომადგენლებმა ბათუმის მედია კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სიახლეები 23 სექტემბერი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და მედიისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა 20 სექტემბერს ბათუმის მედია კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენცია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ორგანიზებით გაიმართა და ფონდის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.


ღონისძიებას მედიის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


უჩა სეთურმა ისაუბრა საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე მიგრაციის პროცესზე და მიმოიხილა არსებული მიღწევები და გამოწვევები.


IDFI-ს პრეზენტაციის პირველი ნაწილი შეეხებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელებისთვის მულტიპლექსის აგების მომსახურების შესყიდვის პროცესს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ უნდა უზრუნველყოს. ამ მიზნით გამოცხადდა კონკურსი. შერჩეულ კომპანიასთან 2014 წლის 24 ივლისს ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა მოგვიანებით, საბანკო გარანტიის მიუწოდებლობის გამო ხელშეკრულება „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ ინიციატივით შეწყდა. უჩა სეთურმა კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლები, ისევე როგორც პროექტის ღირებულება და სახელმწიფო შესყიდვის შერჩეული მეთოდი, პროცესის პრობლემურ მხარედ დაასახელა. 


ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის თანახმად, 2015 წლის 1 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრულად გავრცელება უნდა დაიწყოს, თუმცა, უჩა სეთურის თქმით, იმის გამო, რომ დღეს ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, ეჭვქვეშ დგება დაგეგმილ ვადაში სატესტო მაუწყებლობის დაწყება, რადგან წინ ზამთრის პერიოდია, ცუდ კლიმატურ პერიოდში კი ქსელის აგების დაწყება ვერ მოხდება.


მედია კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა კომპანია „სტერეო+“-ის წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა. სწორედ ამ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კომერციული მულტიპლექს პლატფორმის აგება და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ნაციონალურ დონეზე კომერციული მაუწყებლების გავრცელება. მისი განცხადებით, მისმა კომპანიამ სამუშაოები უკვე დაიწყო და მის მიერ აგებული ქსელით საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელებაც იქნება შესაძლებელი, თუ 2015 წლის მარტამდე ვერ დასრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის განკუთვნილი ქსელის მშენებლობა.


უჩა სეთურმა ასევე მიმოიხილა ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ვალდებულებები, გაციფრულების სამუშაოთა კოორდინაციის, სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდიებით ოპტიმალურად უზრუნველყოფის ვალდებულების, პროცესის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფის და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობისათვის შესაბამისი დახმარების ოპერატიულად აღმოჩენის მიმართულებებით.


მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 12 ივლისს უნდა გამოქვეყნებულიყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი აპარატურის შესყიდვაში მონაწილე სუბიექტების ვინაობა, კვლავ უცნობია, როგორ დასრულდა ეს პროცესი, რაც IDFI-ს პრეზენტაციის შესაბამისად, მნიშვნელოვან პრობლემად არის მიჩნეული. პრობლემურ ფაქტორად დასახელდა ასევე ის გარემოება, რომ არ დაწყებულა მოქალაქეთა ინფორმირების პროცესი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით და საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის დაგეგმილი ცვლილების შესახებ.

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024