სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატების მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 3 782 528 ლარი შეადგინა

IDFI მედიაში 4 ივლისი 2014

2013 წელს საქართველოს სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატების მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 3 782 528 ლარი შეადგინა.


ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს, რომელმაც შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო უწყებებიდან ოფიციალურად გამოითხოვა.
IDFI-ის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი თანხა 1 931 519 ლარი დახარჯულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში 2013 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს - 422 702 ლარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში - 296 616 ლარს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში- 188 395 ლარს.


"როგორც სამინისტროებიდან მიღებული დოკუმენტაციიდან გამოჩნდა, 2013 წელს ყველაზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია დეტალურად მოგვაწოდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ყველაზე დიდი თანხა 474 766 ლარი დაიხარჯა 2013 წლის 28-29 ივნისს ქ. ბათუმში სასტუმრო შერატონში გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრებმა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 163 553 ლარი. 2013 წელს სამინისტროს მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის არაფორმალურ მინისტერიალზე დაიხარჯა 51413 ლარი, ხოლო დიპლომატიური კორპუსის საახალწლო მიღებისთვის - 22 965 ლარი.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში ინფორმაცია მოწოდებულია ხარჯების სახეების მიხედვით, თუმცა არ არის წარმოდგენილი კონკრეტული ღონისძიების შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამინისტრომ 2013 წელს "ბანკეტებისა და ლანჩებისთვის" დახარჯა 150 746 ლარი, ხოლო საჩუქრებისთვის - 67 275.


დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2013 წლის წარმომადგენლობითი ხარჯების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია დიასპორის დღის ღონისძიებასთან. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზების ხარჯმა შეადგინა 33 238 ლარი, ოფიციალური სადილის ხარჯმა - 11 547 ლარი, ხოლო დარბაზის დაქირავების ხარჯმა - 13 500 ლარი.


ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ყველაზე დიდი წილი 28 831 ლარი გახარჯულია 24-25 ივნისს საქართველო უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომასთან დაკავშირებით. როგორც სამინისტროდან მიღებული სარესტორნო მომსახურების ჩეკებიდან ირკვევა, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით 2013 წლის 25 მაისს რესტორან ფაეტონში 81 პერსონაზე გამასპინძლებისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 14 553 ლარი, მათ შორის მუსიკოსების მომსახურებაზე გაიხარჯა 3000 ლარი, ღვინის შეძენაზე 2170 ლარი, ერთი ლიტრი ჩივას რეგალის შეძენაზე - 182 ლარი, 22 კოლოფი სიგარეტის შეძენაზე 157 ლარი", - ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, IDFI აღნიშნავს, რომ 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოთხოვნით ყველა სამინისტროს მიმართა, ერთადერთ სამინისტრო კი, რომელმაც აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა.

 

იხილეთ ბმული 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024