საქართველოს პარლამენტმა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ანგარიშების განხილვა დაიწყო

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 ივნისი 2020

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებების ვალდებულებას, რომ ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს ანგარიში (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიში“ ან „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ანგარიში“). სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნული ანგარიშები უნდა მოიცავდეს - საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილებათა რაოდენობას, ინფორმაციას კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ, ინფორმაციას უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.


კანონმდებლობა არ ადგენდა 10 დეკემბრის ანგარიშის განხილვის პროცედურებს, რის გამოც წლების განმავლობაში ამ ანგარიშების წარდგენას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ქონდა და არც საკანონმდებლო ორგანო და არც აღმასრულებელი ხელისუფლება არ ახდენდა მათ შესწავლას ან მონიტორინგს.


2017 წელს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფორმატში საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) რეკომენდაცია დაენერგა საჯარო ინფორმაციის ანგარიშების მონიტორინგის სისტემა. კერძოდ, საქართველოს ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის 4.2. პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით უნდა შექმნილიყო საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ანგარიშის განხილვის პროცედურა და რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები.


აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლით განისაზღვრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ვალდებულება, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეიმუშაოს და პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს ერთიანი დასკვნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშების შესახებ.


პარლამენტის რეგლამენტის მიხედით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შეისწავლის საჯარო დაწესებულებების „10 დეკემბრის ანგარიშების“ და მათში ასახული ინფორმაციის შესახებ პარლამენტში შემოსულ მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განცხადებებსაც.


რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნა „10 დეკემბრის ანგარიშების“ განხილვის დაწყების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს, შეუძლია გადაამოწმოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშებში მითითებული ინფორმაციის სისწორე, და ხარვეზის და/ან არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, რეაგირებისთვის მიმართოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024